ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2021


კორიანტელი

    აყირავებულ
ზეცის ფსკერიდან
ცვივა ფოთლებად
    შავი ფანტელი,
    მზის გაცივებულ
    გულის კერიდან,
    მიწაზე დაწრწის
      კორიანტელი…
      სულში ღმუილი
      ისმის ბუნების
    დაჭრილი შველის
    კვნესა ჭალებში,
        გადაჩეხილი
    ტყე ჩაკვდომია
      გადაწვენილი
    მიწას მკლავებში.
      მურივით ჰაერი
    ძმარივით წყალი
        სალოცავი და
        მოსაფერები...
      ადამიანო რად
          მიფათურე
    ჩემს სამოთხეში
    ბინძური ხელები?
        აყირავებულ
    ზეცის ფსკერიდან
    ცვივა ცრემლებად
      შავი ფანტელი,
  და ტყის მაგივრად
    დღეს უკვე მაღლა
ღრუბლებში დაწრწის
        კორიანტელი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები