გუშინ მესიზმრე , მთელი ღამე ვლაპარაკობდით, გიყურებდი და მიფანტავდი ჩემში კაეშანს, მერე გითხარი რომ ყველაზე მეტად მიყვარდი , ისე მკაფიოდ , ღამის ცაზე როგორც მთვარე სჩანს
გთხოვდი ნუ წახვალ თორე მოვკდები , და როგორც ხატებს , გიკოცნიდი თვალის უპეებს , შენ მიღიმოდი და იცოდი რომ შენი წასვლით , დამიტოვებდი ჩემს სხეულში სისხლის გუბეებს,
შენ იღიმოდი , თუმც სიწრფელე აკლდა ამ ღიმილს , და გარეთ ქარი , ათას დარდს და ტკივილს ათრევდა , ჩუმად მითხარი , რომ არც შენც გსურს აქედან წასვლა.... "თუმცა მე წავალ".... და წახვედი როცა გათენდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|