ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2021


ნიღაბი

უკვე სამი წელა თავს აღარ ვგავარ. გამოფიტული, ათასწლოვანი ჩონჩხის წარმოსახვა, ჩემში დამპალი ნარჩენივით ჩამრჩენია, რომელიც სულს მიწამლავს არ მაძლევს განვითარებსი საშუალებას, მიღრღნის ხელჩასაჭიდებელ თოკს. არვიცი რა მოვუხერხო ამას. ვერაფრით ვუკავშირებ რეალობას ამ არეულ ჰალუცინაციებს. ხანდახან ვფიქრობ გადავავიღალე მეთქი. ზოგჯერ კი ვრწმუნდები იმ საშინელ სინამდვილეში რომ მე ნაწილი ვარ აბსურდული ქარაფშუტობის რომელსაც არარაობა ჰქვია. გონება დამძიმებული მაქვს. ვეღარ ვხედავ და თავში სადღაც ყრუ და გაუგებარ ადგილას საშინელ ტკივილს ვგრძნობ. თითქოს ახლოსაა. თუმცა მაფერხებს ის უეცარი გარემოება რომელსაც სიყვარული ჰქვია. ჩემს ირგვლივ უამრავმა პრობლემამ მოიყარა თავი, უკვე ვეღარ ვმართავ მათ. ჩემი თანატოლები ერთობიან, სხვადასხვა ადგილებზე ახალგაზრდული ჟინის დასაკმაყოფილებლად სიცოცხლის უძვირფასეს წუთებს სიამოვნებით ანიავებენ, ზოგნი კი უჩვეულო თანადგომობითა და არაადამიანური შესაძლებნობებით განვითარებისკენ ისწრაფვიან. ისინი ჩემზე ბევრად უფრო უკეთესად ცხოვრობენ. მე ვიცი რომ ამ მდგომარეობაში თუ ჩავრჩები დაღუპვა მომელის. ასეთი გავჩნდი. ამნაირი ხასიათით. გუშინ წინ ერთმა ჩემმა კურსელმა მითხრა, ადამიანის ხასიათი დაბადებიდან სიკვდილამდე იგივეა, არ იცვლებაო, მხოლოდ გრძნობები განიცდის ცვალებადობას სხვა ყველაფერი თავის ადგილზე რჩება სიკვდილამდეო! მაშინ რატომ ხდება ისე რომ ვერ ვხსნი ჩემს მდგომარეობას. არ მესმის. სამი წლის წინ მე თავი მსოფლიო დონის გენიოსი მეგონა. დღეს ნაწილი ვარ იმ უაზრო ქარაფშუტობის რომელსაც არარაობა ჰქვია. და რადგან იმ დაუწერელი კანონისა რომელიც გვამხნევებთ, თითქოს მაშინ როცა შენ აღმოაჩენ რომ არარაობა ხარ, უკვე აღარ ხარ არარაობა და მაშასადამე ეს უკვე შედეგია. რატომ? არმესმის რატომ მინდოდა ეს? და რატომ არ მინდა ახლა? განა რა მანძილია მინდასა და უნდას შორის. ჩემი ზოგიერთი ქარაფშუტა ნაცნობი ხანდახან ჩემს ასაკს გაეთამაშება. ასე ჰგონიათ გამოფსიქიატრებულებს რომ ასაკში იმალება ცნობიერების საფუძვლები. ისინი ისე მალე დაიხოცებიან და ისე საშინლად რომ ვერასდროს ვერავინ ვერაფერს გაიგებს მათ შესახებ. მაგრამ მე რავქნა. მე რა გავაკეთო როცა ვგრძნობ რომ ჩემში სულ სხვა მოწყობილობაა ჩამონტაჟებული. ოოო ადამიანში ჩამარხულო შორეულო და მიუწვდომელო არსებავ, გეღირსება კი იმ ბორკილების დამსხვრევა რომელსაც შენი სული ასე საზარლად შეუბოჭავს და დაუტყვევებია. რაღაც არ მგონია, რაღაც ვერ ვფიქრობ ასე. როცა წერას ვიწყებ ერთი უჩვეულო გრძნობა იჩენს თავს. სიცოცხლის სიყვარული. თითქოს იმ ყრუ და მივარდნილ სივცრეს, რომელიც ჩემი გონების რომელიღაც ნახევარსფეროს ფარავს რაღაც ემართება, მგონი ენდორფინების გამოყოფა ამ გზით ხდება ჩემში. მაგრამ ეს პრიმიტიული განმარტებაა ვიცი. როცა ვწერ საუთარ თავს ვგრძნობ, იგი მაშინ იხსნის იმ ჩამოძენძილ და ამყრალებულ ნიღაბს რომლის ტარება ყოველდღე, დილიდან საღამომდე უწევს. და მე მას ვუსმენ როგორ ტირის, როგორ იღიმება, როგორ მიყვება ადამიანური ურთიერთობების შესახებ. უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანების მთავარი პრობლემა გახლავთ გონებრივი და სულიერი მოუწესრიგებლობა. ისინი არ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და იგივენაირად აღიქვამენ სხვებსაც.  მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? რა შეგვიძლია. ზოგჯერ ვამბობ რომ უკეთესიცაა ხალხს მათნაირი თუ ვგონივარ, ყოველ შემთხხვევაში იმას მაინც სჯობს მე რომ ჩემიანად ვუყურებ ყველას.
ყველაზე საშინელი გრძნობა მდუმარე მორჩილებაა.  ეს სულს აწყვდიადებს, ტანჯავს იმ უხილავი მექანიზმებით რომლის ალაგმვა ძეხორციელს არ შეუძლია. ჩვენ ვსაუბრობთ გრძნობებზე და ამათგან ყველაზე პირველად გვახსენდება მდაბალ ადამიანთა შთამომავლების უადამიანო გამოხატულებებით გამოწვეულ ქმედებათა აბსურდული განმარტება. მაგრამ რასაც მე ვამბობ, და რასაც ახლა ამ წუთას მე ვგრძნობ ეს ბევრად მეტია. ეს მტანჯავს გეფიცებით. არადამიანური თავისებურებებით ხასიათდება. უნდა ვწერო, ვწერო და ვწერო, ვწერო მანამ სანამ იგი თავისი მაჯლაჯუნებითურთ არ გამოვა ჩემი სხეულიდან წინააღმდეგ შემთხევავაში გეფიცებით დავიღუპები. საიდან მოდის? რამ მოიყვანა და ჩაასახლა ჩემში? გარემოებებმა? იქნებ თავად ადამიანებმა? მაგრამ არ ვიცი ყველას არ ვაძლევ უფლებას ჩავახედო ჩემს სულში. თუმცა რადგან გამოგონილი კავშირებისა რომელსაც მე ყოველ ღამით ვაბამ უცხო ადამიანებთან, ზოგჯერ ქმნის შესაძლებლობასაც რომ საკუთარი აზრი სხვებს გავუზიარო და თუნდაც იგი არ იყოს ნამდვილი მე მაინც ლაპარაკს ვიწყებ. თავის დროზე ერთმა გამოჩენილმა მწერალმა თქვა, თუ ირგვლივ არ გყავთ ისეთი ვინმე ვისაც შეგიძლიათ რომ ენდოთ, ჩათვალეთ რომ თქვენი სასიცოცხლო შესაძლებლობები უკვე ამოწულურაო. მე იმდენად გადავეჩვიე გულწრფელად საუბარს რომ თითქმის სიტყვებსაც კი ვეღარ ვუკავშირებ ერთმანეთ და ვიბლანდები. ზოგს გონებრივად ჩამორჩელი ვგონივარ, ზოგი პირიქით დიდი იდეალებით აღვსილი და განდიდების მანით შეპყრობილიაო ამბობს ჩემზე თუმცა ფაქტია მეც კი არ ვიცი რეალურად ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. უკვე რამდენიმე წელია საშინლად მეზიზღება ადამიანებთან საუბარი, მეზიზღება და ამ ამაზრზენ საქმიანობას ვერაფერი მოვუხერხე. რადგან ყოველდღიური ყოფა დაკავშირებულია ამ უცნაურ გამოგონებებთან იძულებული ვარ მეც ჩავება ფერხულში, თუმცა ჰოოი როგორ ვწვალობ უნდა იცოდეთ. იმედია მართლა გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელსაც მივენდობი და ერთხელ მაინც დაველაპარაკები მთელი გულით. ეჭვები მღრღნის გეფიცებით. ეჭვები იმისა რომ ვიღაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასოწარკვეთილებისთვის მიმეტებს, მაშინ როცა მე თითოეულ ბგერას, წარმოთქმულ ინტონაციასაც კი ვუფრთხილდები რათა თავიდან ავირიდო თანამოსაუბრის განაწყენება მხოლოდ იმიტომ რომ გავაცნო ადამიანური თანაცხოვრების რეალობანი მაშინ როცა ის ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს ყველაფერს.
მე არშემიძლია საბოლოო დასკვნების გამოტანა, ეს აბსურდია, გამოგონილი ჭორია. ბუკოვსკი ამბობდა რომ ნაბიჭვრები და ნამუსგარეცხილები არიან ბოლომდე თავდაჯერებულნიო მხოლოდ ოჯახში აღზრდილ ადამიანებს სტანჯავს ეჭვები, მხოლოდ ამ ჯურის ხალხს და ჩემი ოჯახი. ჰმ! ჩემი საცოდავი ოჯახი. როგორ მინდა რომ ის არ ჰგავდეს სხვა ოჯახებს, თუმცა არა ყველა წევრი ერთი და იგივე სენითაა შეპყრობილი, როგორმე დაემსგავსონ სხვებს, როგორმე ის გააკეთონ რასაც აკეთებენ სხვები ეს დედანატირები მიმბაძველობა მკლავს. თუ ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ არ შევიცვლებით არა როგორც ცალკ-ცალკე მოსეირნე სულები, არამედ მთელი ერთობლიობა მე დავიღუპები. რადგან ამ უცნაური კანონისა რომელიც თითქოს და ჯერ გამოუგონებელ ველოსიპედს ჰგავს, უკვე მაღიზიანებს. ნახეთ, და თავად დარწმუნდებით. ერთი ფილოსოფოსი თავის დროზე ამბობდა რომ ადამიანი ეს გახლავთ მთელის ნაწილი. ამიტომ ყოველდღე, ყოველ წამს ზოგი ელის და ზოგი იბრძვის დანაკლისის აღდგენისთვის. თუმცა ერთი სხვადასხვაგვარობა არსებობს კიდევ. ადამიანმა საკუთარი ბენიერება უნდა დაიმსახუროს, და რადგან იგი იტანჯება გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობით, რომელიც გამოიხატება უჩვეულო ჯაყჯაყისეული საუბრითა და დასნეულებული ქმედებებით, იგი ვერასდროს იპოვის მთელის იმ ნაწილს რომლითაც გამრთელებას შესძლებს. და დავამატებ მუდამ დაცინვით, მითითებისა და დამცირების ეპიცენტრში იქნება განსაკუთრებით მაშინ როცა ამას რეალურად არავინ არ გააკეთებს. კიდევ რა ხდება, როცა ადამიანი მარტოობას ემონება. გაუცხოვება პირველ რიგში საკუთარ თავთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახისწევრებთან და ბოლოს უცნობებთან. დადგება დრო და ადამიანი ადამიანებს შეიძულებს. რა ეშველება მერე ამას? უნდა თუ არა ნამდვილად ასე რომ ხდებოდეს? არა, გამორიცხულია ადამიანი ფიქრობდეს ბოროტებაზე და ასე მოქმედებდეს კიდეც. ეს ხომ მკრეხელობაზე მეტია. მაშინ რა ვუშველოთ როცა უკვე ადამიანი სასიკვდილოდაა გამეტებული? ფაქტია, ადამიანო, ადამიანებისგან დახმარებას ნურასოდეს მოელი. ისინი, გიღალატებენ, გაგყიდიან, ზურგში დანას ჩაგარტყამენ, დაგგლეჯენ, გაგატყავებენ, გაგაბოროტებენ, სულს ამოგაცლიან, ყვრიმალებს გადაგიტყავებენ, შეგრაცხავენ, შეგაფურთხებენ და მაინც არაფრის დიდებით არ გამოგიწვდიან დახმარების ხელს. ეს წყეული კანონია ისევ ადამიანებისვე მოგონილი და შენ რომელსაც ამ უადამიანობის ალაგვმა გსურს... განწირული ხარ. გამოსავალი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, ძლიერი იბრძვის, ლაჩარი ენდობა, გმირები იღუპებიან, რელიგია არ არსებობს, ამის მეტი არაფერი შემიძლია... ეს ფრაზა მაღიზიანებს. მორჩილი სული სხეულს უფრო მალე დატოვებს ვიდრე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი. გააკეთე რაც გსურს თუნდაც ამისთვის მთელი შენი სიცოცხლის გაწირვა მოგიხდეეს - სიცოცხლე? რას ნიშნავს არსებობდა? პირველი კითხვა ფილოსოფიაში იყო - რატომ? რელიგია რამდენ ადამიანს იტევს? იქნებ იმდენ მილიარდს რამდენი მარცვიცაა მასში და დანარჩენები? ათეიზმიც ხომ რელიგიაა? თუმცა არა. რელიგია იდეოლოგიაა, საწყისია, გზა და სანთელია. და ოდესმე ხომ დაიცლება ცეცხლი? გზაც ხომ დამთავრდება ოდესმე?
სიცოცხლე მდინარეა, მყვირალა მაგრამ სასიხარულო, ანცი მაგრამ არა დამნაშავე, გამოუცდელი თუმცა მომავლის მოყვარული, განდიდების მოყვარული და ამაყი, მჩქეფარე, ღრიალა, აღელვებული, ამღრეული და ავისმომასწავებელი, თუმცა მშვიდია სიცოცხლე, მდონე და ნაზად მიედინება იგი, მშვიდად ძალიან მკრთალად, თითქოს არც არასდროს უარსებიაო. სწორედ მაშინ მოექცევა იგი იმ უსაზღვო, ნამის წვეთებისგან აღვსილ ოკეანეში რომელსაც ბოლო ან უბრალოდ სიკვდილი ჰქვია. იქ უკვე სიცოცხლის არსებობას ვერავინ იგრძნობს, რადგან ამბავი რომელიც ერთ დროს მდინარის გარკვეულნა ნაწილმა მოისმინა უკვე აღარ არსებობს. არსებობა წინ უსწრებს სიცოცხლეს. ადამიანის ყოფა განისაზღვრება მისი ამ ქვეყნად არსებობით, რამეთუ ყველაფერი ამ მავთულივით წვრილ ხაზზე წყდება. ჩვენ შეგვიძლია არსებობის გარეშე სიცოცხლე, არსების გარეშე არსებობას აზრი ეკარგება, თუმცა სიცოცხლე მაინც სინათლეა, ჩანს რომ ცოცხალი ხარ, ამ შემთხვევაში იგი უკვე შენ აღარ გეკუთვნის. პრობლემაც ამაშია. აქ არ იგულისხმება, დამბლადაცემული ან სულით ავადმყოფი ადამიანები. მე ვგულისხმობ კაცობრიობის იმ ქარაფშუტული თავყრილობის არსებებს, რომლებსაც დამოუკიდებლობა არ შეუძლიათ და სხვისთვის თავის მოსაწონებლად საკუთარი სურათი შეუცვლიათ. ეს დანაშაულია. ამ პროცესს თანახლავს აპათია, ამნეზია, ურთიეთობის გაცივება, აგრესია, ინსომნია, ერთფეროვნების აუტანლობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, შიში, ეს ტანჯვაა რომელსაც ადრე თუ გვიან მოეღება ბოლო. ადამიანი ხელოვნურად არ უნდა იცვლებოდეს, და გარემოება არ უნდა აიძულებდეს რომ შეიცვალოს. იგი დამოუკიდებელი, სრულფასოვანი, თავისუფალი უნდა იყოს რომ განვითარება შეძლოს, რომ საკუთარი თავი იპოვოს და იმუშაოს მუხლჩაუხრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დაიღუპება.
ოოო ღმერთო ჩემო, მფარველო დედავ. ისმინე ჩემი ვედრება, დამეხმარე... დამეხმარე... ვიტანჯები! გეფიცები მეტი აღარ შემიძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები