 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2021 |
,, პური მთხოვა და ვაჭმიე... ღვინო მთხოვა და ვასმიე.." ,,ვარდისფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა.."
მომნატრებია ყივჩაღის ბნედა, თუნდ უტიფარი, ვერაგი, ურცხვი, საკინძეს ვიხსნი, ვბედავ და ვხედავ ვეღარ მაჩერებს გამჭოლი სუსხი.
პაემანს ველი შარაგზის ბოლოს, ქმარი მომყვება ფეხდაფეხ ნელა, გაურკვეველი ღიმილი მხოლოდ, ვერ დავიჭირე შფოთი და ღელვა...
სადღაა პური ან ღვინო ჭურის, ანდა დახვედრა შორეულ წლების, მომხვდურსაც თითქოს შეცვლია რჯული, ყივჩაღის სულშიც ჩამკვდარან მგლები.
,,მოდი, გეძახი ათას წლის მერე." ჩამესმის ყურში პოეტის სუნთქვა, რაც გინდა თქვი და რაც გინდა წერე, სადღაა იგი, ის სულის ხუთვა?! 2003 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა მუხა ყველა კომენტარისთვის! წაკითხვისა და ყურადღებისთვის. მადლობა მუხა ყველა კომენტარისთვის! წაკითხვისა და ყურადღებისთვის.
3. მომწონს ამ ლამაზი ავტორის " დამწვრულ-დახრუკული" ლამაზი ლექსები. მომწონს ამ ლამაზი ავტორის " დამწვრულ-დახრუკული" ლამაზი ლექსები.
2. მადლიბა ჯონათან მადლიბა ჯონათან
1. რა დრო მოვიდა- ყივჩაღებიც კი მოგვანატრა :)
მშვენიერი ალუზიაა.
რა დრო მოვიდა- ყივჩაღებიც კი მოგვანატრა :)
მშვენიერი ალუზიაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|