იდექი მედგრად, ასწლოვანი მუხის ფესვივით, იდექი, როგორც ალავერდი, სვეტიცხოველი... ქარი ჩადგება, დამიჯერე, გთხოვ, არ შეშინდე, ქარი ჩადგება, დამშვიდდება ირგვლივ ყოველი! ნუ გაექცევი, საკუთარ ბედს, ვერსად წაუხვალ, ვერც მთების ჩრდილში, ვერც ამ ტბების მორევში-კოხტა, ბედი მუდმივად წარმოადგენს რთულ, გარდაუვალ, მაგრამ საჭირო მოქმედებას, რაც უნდა მოხდეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. იმ 3 პოეტში ირაკლი აბაშიძე არ იყო, სამწუხაროდ, შესაბამისად ვერ მივითვისებდი, თქვენ რომ იპოვით "კოხტაზე" "მოხდეს"-ის უკეთეს რითმას, გთხოვთ გვამცნოთ, რათა მეც გავიხანგრძლივო სიცოცხლე 2 დღით, 6 წუთს გამოვყოფ სასაცილოდ... მადლობა იმ 3 პოეტში ირაკლი აბაშიძე არ იყო, სამწუხაროდ, შესაბამისად ვერ მივითვისებდი, თქვენ რომ იპოვით "კოხტაზე" "მოხდეს"-ის უკეთეს რითმას, გთხოვთ გვამცნოთ, რათა მეც გავიხანგრძლივო სიცოცხლე 2 დღით, 6 წუთს გამოვყოფ სასაცილოდ... მადლობა
7. არაფერს, ქალბატონო ნინო, თქვენც და სხვასაც, მიხარია, რომ თქვენი და სხვისი სიცოცხლის ერთი დღით გახანგრძლივებაში წვლილი შევიტანეთ მე და ჩემმა კომიკურმა ლექსმა, გისურვებთ თქვენი ნაწერებითაც მიანიჭოთ ეს უდიდესი ბედნიერები მკითხველთ <3 არაფერს, ქალბატონო ნინო, თქვენც და სხვასაც, მიხარია, რომ თქვენი და სხვისი სიცოცხლის ერთი დღით გახანგრძლივებაში წვლილი შევიტანეთ მე და ჩემმა კომიკურმა ლექსმა, გისურვებთ თქვენი ნაწერებითაც მიანიჭოთ ეს უდიდესი ბედნიერები მკითხველთ <3
6. ოო, თქვენ ისეთი განათლებული და ზრდილობიანი ყოფილხართ, ოკაზიონური რითმის შესახებაც უთუოდ გაგონილი გექნებათ. სხვების გასაგონად გავიმეორებ, თორემ თქვენ რაში გჭირდებათ, რომ ეს ისეთ რითმას ეწოდება, რომელიც ,, ფართო მოხმარებისა კი არ არის, (მაგალითად, დედავ- ხედავ- გაგიბედავ- დამებედა და ასე შემდეგ) არამედ ორიგინალურია და ჩვეულებრივ, წიგნიერ ადამიანს არც ავტორის დასახელება უჭირს (მაგალითად , სილაჟვარდე/ სილაში ვარდი, მეფეთა/ შემომეფეთა მარიამ/ სიზმარია და ასე შემდეგ.) ასეთ რითმათა რიგს მიეკუთვნება ირაკლი აბაშიძის საქრესტომათიო ლექსში ,, მცხეთა” გამოყენებული რითმა, რომელიც თქვენმა , პოეზიაში ფრიად განსწავლულმა გონებამ თხზვისას .. მსუბუქად რომ ვთქვათ, მიითვისა.
ირაკლი აბაშიძე – მცხეთა
თუ ყველაფერი არის სიზმარი, თუ ბინდის ფერი არის ყოველი, მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?
სხვისის მიუთვისებლად, თვითონ რა შეუძლია?! “მოხდეს” რომ გარითმოს, ,, კოხტას” მეტს სხვას ვერაფერს პოულობს, იძულებულია, სრულიად შეუფერებლად ჩასვას კონტექსტში, მნიშვნელობას არც უფიქრდება, არც ლექსიკონში ამოწმებს და ლექსის კომიკური ფინალის მზადაა. “ვერც ამ მთების მორევში - კოხტაო”, არა?! გაიხარეთ! ამბობენ სამი წუთის სიცილი ერთი დღის სიცოცხლეს მატებს ადამიანსო. ამის წარმოდგენაზე და გახსენებაზე , - მეც და სხვაც დიდხანს ვიცოცხლებთ! მადლობა! ოო, თქვენ ისეთი განათლებული და ზრდილობიანი ყოფილხართ, ოკაზიონური რითმის შესახებაც უთუოდ გაგონილი გექნებათ. სხვების გასაგონად გავიმეორებ, თორემ თქვენ რაში გჭირდებათ, რომ ეს ისეთ რითმას ეწოდება, რომელიც ,, ფართო მოხმარებისა კი არ არის, (მაგალითად, დედავ- ხედავ- გაგიბედავ- დამებედა და ასე შემდეგ) არამედ ორიგინალურია და ჩვეულებრივ, წიგნიერ ადამიანს არც ავტორის დასახელება უჭირს (მაგალითად , სილაჟვარდე/ სილაში ვარდი, მეფეთა/ შემომეფეთა მარიამ/ სიზმარია და ასე შემდეგ.) ასეთ რითმათა რიგს მიეკუთვნება ირაკლი აბაშიძის საქრესტომათიო ლექსში ,, მცხეთა” გამოყენებული რითმა, რომელიც თქვენმა , პოეზიაში ფრიად განსწავლულმა გონებამ თხზვისას .. მსუბუქად რომ ვთქვათ, მიითვისა.
ირაკლი აბაშიძე – მცხეთა
თუ ყველაფერი არის სიზმარი, თუ ბინდის ფერი არის ყოველი, მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?
სხვისის მიუთვისებლად, თვითონ რა შეუძლია?! “მოხდეს” რომ გარითმოს, ,, კოხტას” მეტს სხვას ვერაფერს პოულობს, იძულებულია, სრულიად შეუფერებლად ჩასვას კონტექსტში, მნიშვნელობას არც უფიქრდება, არც ლექსიკონში ამოწმებს და ლექსის კომიკური ფინალის მზადაა. “ვერც ამ მთების მორევში - კოხტაო”, არა?! გაიხარეთ! ამბობენ სამი წუთის სიცილი ერთი დღის სიცოცხლეს მატებს ადამიანსო. ამის წარმოდგენაზე და გახსენებაზე , - მეც და სხვაც დიდხანს ვიცოცხლებთ! მადლობა!
5. დაველოდოთ ვოლუნტიერთ :) დაველოდოთ ვოლუნტიერთ :)
4. გარწმუნებთ, საკუთარი თავის გარდა, მინიმუმ 3 პოეტის შემოქმედებას იცნობს და ნურავის დაენიძლავებით, ქალბატონო ნინო, გასახდელშივე წააგებთ მაგ თამაშს :))) გარწმუნებთ, საკუთარი თავის გარდა, მინიმუმ 3 პოეტის შემოქმედებას იცნობს და ნურავის დაენიძლავებით, ქალბატონო ნინო, გასახდელშივე წააგებთ მაგ თამაშს :)))
3. ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ერთადერთი დიდი პოეტი, რომლის შემოქმედებასაც ამ ლექსის ავტორი იცნობს, საკუთარი თავია. ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ერთადერთი დიდი პოეტი, რომლის შემოქმედებასაც ამ ლექსის ავტორი იცნობს, საკუთარი თავია.
2. :))) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, მერწმუნეთ ამ ავტორს სუნთქვაც კარგი აქვს, კომპოზიციაც, ერუდიციაც და ყველაფერი რაც ცია-ზე მთავრდება და კაია :)) რიტორიკაში და პროვოკატორობაში გადავარდა კომენტარი, როგორც აღნიშნეთ თავადვე :))) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, მერწმუნეთ ამ ავტორს სუნთქვაც კარგი აქვს, კომპოზიციაც, ერუდიციაც და ყველაფერი რაც ცია-ზე მთავრდება და კაია :)) რიტორიკაში და პროვოკატორობაში გადავარდა კომენტარი, როგორც აღნიშნეთ თავადვე
1. დავიწყე პროვოკატორობა. პატარა ლექსი მშვენიერი ექსპრესიით დაიწყო და რადგან ავტორს არ აღმოაჩნდა კომპოზიციის გრძნობა, თანაც სუნთქვა ფინალამდე ვერ გაიტანა, რიტორიკაში გადავარდა ფინალი. დავიწყე პროვოკატორობა. პატარა ლექსი მშვენიერი ექსპრესიით დაიწყო და რადგან ავტორს არ აღმოაჩნდა კომპოზიციის გრძნობა, თანაც სუნთქვა ფინალამდე ვერ გაიტანა, რიტორიკაში გადავარდა ფინალი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|