ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2021


* * *

        *          *        *
მე შენ უენო და უბიწო თეთრ ფურცლებს გჩუქნი
და ასოები თვითნებურად გამოჰყავს ვისაც,
ნაკლებად ვიცნობ, უცხო არის - ბნელი და შუქი
ერთნაირად რომ შეუსრუტავს ქვისაც და მზისაც.

თუ გემეტება, გაატანე ქარის მიმინოს,
რომ ჩააყლაპოს ღრუბლის მუცელს - ცივს და გაბერილს,
მერე წამოსკდეს, შეგრილებულ წვიმად იდინოს,
გავდეს სიყვარულს - სასომიხდილს, ზეცით დაწერილს.

ნეტა რა მქვია? - დედოფალი თუ ურჩი მონა,
აბდა - უბდას რომ ათქმევინებს მოთმენის ღალა,
არცა გვირგვინი, არც სახელი, - ვარ ცრემლის წონა,
ფუჭმა ოცნებამ და ომებმა რომ გადაღალა...

გადათენდება კიდევ ერთი ღამე უძილო,
ჩაიკარგება წკრიალა ხმა პირქუშ მღვიმეში,
რა სასჯელია თვალთმაქცობის ღრიალს უსმინო
ამ დაკოჭლებულ, დაელმებულ სიმარტივეში!

                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები