ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2021


15 წლის კაპიტანი

ჰეი, კაპიტანო, ზღვამ საჭე გამართა!
ღამეა, შუქურა, ფანარი, ბოძები.
ვინც ეძებს, იცოდე; დაკარგულ სამართალს,
ჰო, დღეს თუ არა ხვალ მაინც მოძებნის.

მოქცევა, თამაში და ზვირთის საცობი,
სიცოცხლე სისხლია, თრობაა უღვინო.
ჰეი, კაპიტანო! სამყაროს აცნობე;
შენი ქედმაღლობა და სისხლის დუღილი!

დაიმსხვრა საჭე და ამ ზვირთის ჯოგებმა;
დაგღალეს რწყევით და დაგღალეს ბღავილით.
ჰეი, კაპიტანო! გწყუროდეს მოგება
და შენში არ გაწყდეს სიცოცხლე ყვავილის!

ნუთუ არაფერი ასე, რომ ექცევი...
შენს თავს კაპიტანო?! გთხოვ, საჭე გამართე!
დედამიწასთან ჯდომა ზურგშექცევით...
ანახე უვიცებს! ანახე წარმართებს!

მტერია, გახსოვდეს; პირველი მოყვარე,
ღობეებს შეასკდნენ ჯოგები საქონლის.
ყრმის ტვინზე მარაზმი უხვად გადმოყარე
და შიში არ გქონდეს რაღაცის არ ქონის!

რად წევხარ საჭესთნ მშვიდი და სამარე,
განთიადს არ ვწყევლით, დარდით რომ ისობა.
სისხლივით, ზვირთების ნარწყევში ანარევს
გიპოვნის სიცოცხლე და მარადისობა

და ვაი იმათი ვინც ზღვას ვერ გახედნის,
შენ ვინც ვერ გაგიგებს მე ერთი იმათიც!
ამ ლამპის შუქზეც კი უსაზღვრო გახედვით
სიკვდილსაც მიაწვდი უთუოდ წინა თითს.

ჰეი, კაპიტანო! ჩვეულ სითავხედით
ქალის ძუძუებზე ნაფურთხი ლოკე და
ეწიე სიგიჟეს და მერეც გახელდი,
პირს სანამ სუყველა ერთად არ მოკეტავს!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები