ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: იუმორისტული
29 მაისი, 2021


მამიდა

კოვიდის ჟამს თუ სექსი მაგინდა,
არ დაგავიწყდეს, რომ აქვე ახლოს,
სულ რამდენიმე კორპუსის შემდეგ,
სან-ზონაშივე სახლობს MAMIDA,
სან-ზონაშივე MAMIDA სახლობს,
ის წარმოადგენს მეძავთა ზემდეგს.
დაურეკავ ან მიწერ მესიჯად,
რომ ამ საღამოს მაგრად მაგინდა,
იქნება, ვინმე შენთვისაც ნახოს,
ნუ ელოდები რობერტსს, ბესინჯერს,
ყაბულს იყავი, თუნდაც მაგიდას
დაეტაკეო გითხრას და „ვახო“-
აღმოხდეს ამ შენს სიცხიან ტუჩებს,
ვახო არ იყოს, საქმეა ესეც,
როგორმე კიდევ გაუძლებ ამ ერთ
კვირას და მერე ნაცნობი ქუჩით,
ტრამალის მგელი, სან-ზონის ჰესე,
აისეირნებ ფანტანთან ძაღლით
და სანამ ზეცას ბინდი დაბურავს,
და კომენდანტი ქვეყანას უდგას,
სანამ თერთმეტი საათი მოვა,
ძაღლმაც მიაფსას მაგის საბურავს,
მანქანა მუდამ ეზოში „უდევს“,
შვებაა ესეც და უნდა ჰპოვო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები