ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2021


ძაფები

...და შევხვდით ამქვეყნად ერთმანეთს...
თვალებში სამყარომ ინათა,
რამდენჯერ გვიკითხავს თავისთვის
აქ რატომ მოვედი? ვინავარ?
.......................................................
ჩვენი სავალი გზის კვეთაზე,
შევხვდით და დაღლის სულს ვასვენებთ,
რაღაც უხილავი ძაფებით მოგყვები,
მომყვები მას მერე...
წავიდეთ გავფრინდეთ იქნებ და
ვინ იცის ჰორიზონტს გადავცდეთ,
მხარდამხარ მომყევ და მოგყვები,
რათა ეს ძაფები არ გაწყდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები