 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 10 ივნისი, 2021 |
ძაღლი აგდია მზეზე გამთბარ მიწაზე. უდარდელად სძინავს. მის სიახლოვეს ტალახში ამოსვრილ რქას ვხედავ, რომელიც დრომ და ნეშომპალამ თითქმის ბოლომდე შეჭამა. მე ზიზღით ვუმზერ ძაღლსაც და რქასაც და ვცდილობ, მოვიფქრო რაზე დავწერო. ფიქრის დროს ერთ წერტილზე მიშტერება მჩვევია. ამის გამოა, რომ ალუჩის ხეს კი არ ვუყურებ, რომელმაც თავისი თეთრი ყვავილების გაშლა უკვე მოასწრო ფუტკრებისთვის თავბრუდამხვევი სილამაზით, არამედ თვალებში მებლანდება ცხოველის ექსკრემენტების ფორმის რქა და თვითონ ძაღლი. მოგონებებში ფიქრს ვაფათურებ, როგორც ქალის სხეულზე აღმაგზნებლად მოძრავ ხელს და მახსენდება ჩემი სოფლის წყალდამშრალი რიყე, მისი ნაპირები, მასში გადასროლილი ქვები და საჭმლის ნარჩენები, რომელთა ნაგვის ურნასთან წაღება ყოველთვის მეზარებოდა. "ტყლუპ" - მცირე ღრმულში ჩაგუბებული წყლის ხმა ესმის ქვის გადასროლის მოგონებაზე დაფიქსირებულ ჩემ წარმოსახვას. მეგობრები ვართ ერთად შეკრებილი და გაგვყავს ზაფხულის რიგითი შეხუთული დღე. მზე აჭერს, ჩვენ ვიწვით - ერთმანეთის ნდომით. გული თავის ადგილას ძლივს გვეტევა. წინ რომ ეძგერება, მერე უკან ბრუნდება, როგორც ტყვიაგავარდნილი თოფი. სისხლი გვიდუღს, ვიცით, როგორ დასრულდება საღამო და მანამდე ვერთობით. ფსელივით მორაკრაკე რიყეში მსუქანი, რძით გამოტენილ ძუძუებიანი ძროხებიც ჩვენსავით ელიან შემოღამებას, როცა ბინდი გადაკრავს უმოწყალოდ მოჭორავე სოფლის წყნარ ცასა და გზებს და ყველა ერთიანად შეიყუჟება ნათურისგან გაბრდღვიალებულ ფანჯრებიან სახლებში. ყავისფერ-თეთრი ლაქებით შემოსილი ძროხა ჩვენკენ მოდის. ტანზე ჭუჭყიანი ბეწვი აკრავს. კუდს დაუსრულებლად იქნევს და ბუზებს აფრთხობს. მერე შეწუხებული ღრიალებს და თავს მაღლა გვიწევს - ცამდე დარჩენილ შორ მანძილზე, თავისი მედიდური რქები რომ უფრო ახლოს მიიტანოს. ვშტერდები, თითქოს სასწაულს ვუმზერ. ლამაზია და მომხიბვლელი მისი რქები. გოგოების შეშინებული თვალებისგან შთაგონებული პიკასო მას უახლოვდება და დანით უსერავს თეთრ ყელს. ისმის ბღავილი - საზარელი. ხმა მალევე წყდება, სიჩუმის ხვრელებს მდუმარედ მიუყვება. სისხლში ამოთხვრილ ხელბს რიყეში იბანს პიკასო, თან მიღიმის, უხარია. საღამოს აღარაფერი ხდება. გოგოები ტირილით გაგვირბიან. გვიწივიან, რომ ვეზიზღებით. მე მეცინება. არაფერ შუაში ვარ და თითს პიკასოსკენ ვიშვერ, ამან მოკლა-მეთქი! სიცილი აგიჟებთ ისედაც შეშინებულებს. ვხვდები, სამუდამოდ დავკარგე ისინი. *** აი, ისევ მოვუბრუნდი ამ ნაწერს. არ მომწონს, მაგრამ წასაშლელად მენანება. მე საერთოდ არაფერს ვშლი. სიყვარულიც არ იშლება ფანქრით მიჯღაბილი ნაწერივით. ფურცელი ვარ, სუფთა და ცარიელი, და ზედ მეწერება უპასუხო სიყვარულის მხოლოდ ეპილოგი. გვერდი-გვერდ ვისხედით თავჩაღუნულები. ჩუმად ვაპარებდი თვალებს მისი გაშლილი თმებისკენ. ვხედავდი, როგორ უცეკვებდა შრიალით გადაღლილ თმის ღერებს ქარი თავის მონაბერ ჯიუტ მუსიკაზე. მინდოდა ჩავხუტებოდი და ვერ ვბედავდი. მეგობრული თანაგრძნობის გამომხატველი, მკლავებით ჩაფრენა და მობღუჯვაც ვერ გამებედა. ის სიყვარულზე მიყვებოდა, ოღონდ სხვა ბიჭის შესახებ და მე დუმილით ვუსმენდი, როგორც ხმაჩავარდნილი და უკანდახეული ლაჩარი. ვიცოდი, არ უყვარდა. ჩემი გრძნობებისგან თავდასაღწევად თხზავდა ლამაზ ზღაპარს. მკვლელი იყო - გულმფატრავი. *** დიდი დრო გასულა. ისევ აქ ვარ, წაუშლელი. არცერთი სიტყვა აღარ მემეტება მარადიულ ფურცლებზე დასაწერად. დავიცალე ყვავილების ლარნაკივით, რომელიც ეს-ესაა ბავშვმა გატეხა. სათიათაოდ გადმოვცვივდი, როგორც შიგ ჩაწყობილი ყვითელი ნარცისები. ნამსხვრევებს ვერ გავამთელებ. სამაგიეროდ ზედ შევრჩები - უკლებლივ ყველას - მათზე დატოვებული თითოეული შეხებით. *** გუშინ აღარ გავიხსენე. შემეშინდა წარსულში დაბრუნების. იმღამით რიყეზე დავბრუნდი. ძროხას რქები წავაცალე და სახლში წამოვიღე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გასაგებია, მუხა. თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო. გასაგებია, მუხა. თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო.
9. 6.დამრიგებლის ფონად , არ გამოგადგები, მე გულით რჩევა მოგეცი, მინდა წერო უნაკლოდ, ჯერ ახალგაზრდა ხარ და თავიდანვე მიეჩვიე ესთეტიკურ აზროვნებას(მოვლილ ქალში ეს მიგანიშნე და არა " გასუფთავებაზე" ) რადგან მერე ხანდაზმულმა მწერალმა შენის ენის ევოლუცია არ განიცადო. მართალია სამყარო არასოდეს არ იქნება, როგორსაც შენ თავად არ ხედავ . სწორედ, ხედვის მნიშვნელობას უნდა გვაზიარო , როგორც მწერალმა. წარმატებებს გისურვე 6.დამრიგებლის ფონად , არ გამოგადგები, მე გულით რჩევა მოგეცი, მინდა წერო უნაკლოდ, ჯერ ახალგაზრდა ხარ და თავიდანვე მიეჩვიე ესთეტიკურ აზროვნებას(მოვლილ ქალში ეს მიგანიშნე და არა " გასუფთავებაზე" ) რადგან მერე ხანდაზმულმა მწერალმა შენის ენის ევოლუცია არ განიცადო. მართალია სამყარო არასოდეს არ იქნება, როგორსაც შენ თავად არ ხედავ . სწორედ, ხედვის მნიშვნელობას უნდა გვაზიარო , როგორც მწერალმა. წარმატებებს გისურვე
8. @მარი მემანიშვილი, რა კარგად გამამხნევეთ <3 .მადლობა. აი ასე. ჩარჩოებიანი მადლობა - ორივე მხრიდან წერტილებით ჩარაზული. მე მაინც ვფიქრობ, რომ დროის დინამიკა გარკვეულ პროგრესს აუცილებლად უნდა ირეკლავდეს. არ შეიძლება ნაგავი დაწერო და თქვა, რომ ნაგვის დაწერით საკუთარ თავს უწამლე ან რამე მსგავსი... ერთი ადგილის ტკეპნვა მომაკვდინებელია, უნდა დავიხვეწო და გავიზარდო. ხოლო თუ პირიქით მოხდება და ვრეგრესირდები, გამოდის, რომ დაბლა, პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ გამიბურღავს და გამითხრია ფართო გზები. მოკლედ, ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარმა. მხარდაჭერა თუ რაღაც ეგეთი ვიგრძენი. შეიძლება თანაგრძნობა იყო. არ ვიცი. .გმადლობთ. @მარი მემანიშვილი, რა კარგად გამამხნევეთ <3 .მადლობა. აი ასე. ჩარჩოებიანი მადლობა - ორივე მხრიდან წერტილებით ჩარაზული. მე მაინც ვფიქრობ, რომ დროის დინამიკა გარკვეულ პროგრესს აუცილებლად უნდა ირეკლავდეს. არ შეიძლება ნაგავი დაწერო და თქვა, რომ ნაგვის დაწერით საკუთარ თავს უწამლე ან რამე მსგავსი... ერთი ადგილის ტკეპნვა მომაკვდინებელია, უნდა დავიხვეწო და გავიზარდო. ხოლო თუ პირიქით მოხდება და ვრეგრესირდები, გამოდის, რომ დაბლა, პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ გამიბურღავს და გამითხრია ფართო გზები. მოკლედ, ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარმა. მხარდაჭერა თუ რაღაც ეგეთი ვიგრძენი. შეიძლება თანაგრძნობა იყო. არ ვიცი. .გმადლობთ.
7. ყოველთვის წერე ის, რას გეწერება ესაა საუკეთესო განტვირთვა დახვეწილი და გასუფთავებული ნაწერები მხოლოდ წიგნებშია (ხან არც იქ) აქ კი ყველა ვწერთ, რომ თავი დავაღწიოთ საკუთარ თავებს ...
ყოველთვის წერე ის, რას გეწერება ესაა საუკეთესო განტვირთვა დახვეწილი და გასუფთავებული ნაწერები მხოლოდ წიგნებშია (ხან არც იქ) აქ კი ყველა ვწერთ, რომ თავი დავაღწიოთ საკუთარ თავებს ...
6. მუხა, იმედია არ გეწყინება, ახლა რომ ვაღიარო - მთელი ღვიძლით გავიღიმე-მეთქი. თუ სწორად მახსოვს ღვიძლით გაღიმების იდეას ელიზაბეტ ჯილბერტის პერსონაჟისგან, კეტუტისგან ვიპარავ. გავმხიარულდი იმიტომ, რომ მართალს მეუბნები და მე ჯიუტი, არადამჯერი ბავშვი ვჩანვარ ღირსეული დამრიგებლის ფონზე. მე მინახავს რიყე, რომელიც ისეა დამშრალი, რომ მართლა ფსელივით მორაკრაკებს. ძუძუებიანი ძროხა კი რავიცი... მომწონს ცოტათი თავხედი და უხამსი რომ ვარ. იქნებ თავის გასამართლებლად ის გამომადგეს, რომ ტექსტის განწყობა იყო ასეთი? დიდი მადლობა, უზარმაზარი და უშველებელი! მუხა, იმედია არ გეწყინება, ახლა რომ ვაღიარო - მთელი ღვიძლით გავიღიმე-მეთქი. თუ სწორად მახსოვს ღვიძლით გაღიმების იდეას ელიზაბეტ ჯილბერტის პერსონაჟისგან, კეტუტისგან ვიპარავ. გავმხიარულდი იმიტომ, რომ მართალს მეუბნები და მე ჯიუტი, არადამჯერი ბავშვი ვჩანვარ ღირსეული დამრიგებლის ფონზე. მე მინახავს რიყე, რომელიც ისეა დამშრალი, რომ მართლა ფსელივით მორაკრაკებს. ძუძუებიანი ძროხა კი რავიცი... მომწონს ცოტათი თავხედი და უხამსი რომ ვარ. იქნებ თავის გასამართლებლად ის გამომადგეს, რომ ტექსტის განწყობა იყო ასეთი? დიდი მადლობა, უზარმაზარი და უშველებელი!
5. ქალბატონო მანანა, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მართალი ბრძანდებით. დღიურს უფრო ჰგავს. საქმე იცით რაშია? თავის გამოსალანძღად წერა იდეალური საშუალებაა. ამის გამო მიყვარს. სხვა მიზეზები უმნიშვნელოა. ეზოში ვიჯექი. ვბეჭდავდი. არ მომწონდა, რასაც ვორდის ფურცელზე ვხედავდი შავ წინადადებებად: როგორც თეთრ სუფრაზე დახვავებულ უგემურ საჭმელს. ბოლოს სასმელმა დამათრო და ცოტაოდენი სიწრფელე გამეპარა სიტყვებს შორის. სულ ეს არის. ამიტომ გამოვიდა დღიურის ჩანაწერებივით მიფუჩეჩებული ტექსტი. ქალბატონო მანანა, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მართალი ბრძანდებით. დღიურს უფრო ჰგავს. საქმე იცით რაშია? თავის გამოსალანძღად წერა იდეალური საშუალებაა. ამის გამო მიყვარს. სხვა მიზეზები უმნიშვნელოა. ეზოში ვიჯექი. ვბეჭდავდი. არ მომწონდა, რასაც ვორდის ფურცელზე ვხედავდი შავ წინადადებებად: როგორც თეთრ სუფრაზე დახვავებულ უგემურ საჭმელს. ბოლოს სასმელმა დამათრო და ცოტაოდენი სიწრფელე გამეპარა სიტყვებს შორის. სულ ეს არის. ამიტომ გამოვიდა დღიურის ჩანაწერებივით მიფუჩეჩებული ტექსტი.
4. (ფსელივით, ძუძუებიანი ძროხა.)რა არის ეს?!
ქალი- მოვლილი უფრო მოსაწონია, ვიდრე ქალი ლამაზი, მაგრამ მოუვლელი , ამ პროზის საქემც ასეა .
საინტერესო აზროვნება გაქვს, წარმოსახვაც მშვენიერი, ამიტომ ასოციაციებს ,მიეცი სწორი მიმართულება.
(ფსელივით, ძუძუებიანი ძროხა.)რა არის ეს?!
ქალი- მოვლილი უფრო მოსაწონია, ვიდრე ქალი ლამაზი, მაგრამ მოუვლელი , ამ პროზის საქემც ასეა .
საინტერესო აზროვნება გაქვს, წარმოსახვაც მშვენიერი, ამიტომ ასოციაციებს ,მიეცი სწორი მიმართულება.
3. გურამმ, პროზად ვერ აღვიქვი. უფრო დღიურის ფრაგმენტებს ჰგავს :) წარმატებები გურამმ, პროზად ვერ აღვიქვი. უფრო დღიურის ფრაგმენტებს ჰგავს :) წარმატებები
2. მადლობა გამოხმაურებისთვის. მიხარია, რომ ამ მცირე ტექსტში კიდევ უფრო მცირე რაღაც მოგეწონათ :) თქვენი კომენტარის ბოლო ნაწილი ვერ გავიგე. რას ნიშნავს სამწერტილი? ან მთლიანი ფრაზა: "პროზად კი..."? მადლობა გამოხმაურებისთვის. მიხარია, რომ ამ მცირე ტექსტში კიდევ უფრო მცირე რაღაც მოგეწონათ :) თქვენი კომენტარის ბოლო ნაწილი ვერ გავიგე. რას ნიშნავს სამწერტილი? ან მთლიანი ფრაზა: "პროზად კი..."?
1. ვხედავდი, როგორ უცეკვებდა შრიალით გადაღლილ თმის ღერებს ქარი თავის მონაბერ ჯიუტ მუსიკაზე.
ეს შედარება მომეწონა. პროზად კი... ვხედავდი, როგორ უცეკვებდა შრიალით გადაღლილ თმის ღერებს ქარი თავის მონაბერ ჯიუტ მუსიკაზე.
ეს შედარება მომეწონა. პროზად კი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|