ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
11 ივნისი, 2021


Афанасий Фет - В дымке-невидимке

ათანასე ფეტი - გაზაფხულის მთვარე
გამოცურდა ჯანღში

გაზაფხულის მთვარე
გამოცურდა ჯანღში,
ასდით ხეხილნარებს
სუნი ბლის და ვაშლის.
გკოცნის, გეკონება,
კადნიერად, მალვით.
ვერ გრძნობ შეღონებას?
არ წუხდები ნაღვლით?

სტვენს ბულბული გლოვით,
ნატრობს ვარდის სურნელს,
მომტირალი ლოდი
ტბორში აფრქვევს კურცხლებს.
ჩამოგშლია მხრებთან
დაწნული თმის ჭავლი.
არაფერი გთენთავს?
არ გადგია ჭვალი?

11 ივნისი, 2021 წ.


Афанасий Фет -  В дымке-невидимке

В дымке-невидимке
Выплыл месяц вешний,
Цвет садовый дышит
Яблонью, черешней.
Так и льнет, целуя
Тайно и нескромно.
И тебе не грустно?
И тебе не томно?

Истерзался песней
Соловей без розы.
Плачет старый камень,
В пруд роняя слезы.
Уронила косы
Голова невольно.
И тебе не томно?
И тебе не больно?

1873


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები