ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2021


სოფელი

სოფლის ბოლოში
    ,,ღალიძგა"-ს
      პატარა ოდა
      სახლი დგას.
  ეზოს სიკეთით
    დახუნძლულს
  ხეების მადლის
        სიმძიმით
ნალოლიავებ ნაკოცნი
  სამოთხე რომ დააქვს
        ხურჯინით...
გემრიელია, სოფელი
  სუფრით, ხალხით
      და ფერებით,
გლეხის მარჯვენით
        ნალოცი,
ნაკურთხი მონაფერები...
    კურკის ოდენა
        ბარტყები
ნაჩეკი მერცხლის
          ბუდეში
პეპლების ტანგო
    ფუტკართან
ნაცეკვი ვარდის
      სურნელში...
მინდორს ხალიჩად
      დაგებულს
  -ჭა დაბნეული
        ბეჭდად
    სადაც ბოჩოლა
      საყვარლად
ბაბუს შარვლის ტოტს
          ღეჭავს,
ბებოს დაკოჟრილ
      ხელებით
  სულ სათითაოდ
        ნაკრეფი
მზესავით ხაჭაპურები
          ნაძერწი
,,კვალამ კვარეფი"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები