ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2021


ქაღალდის ნავი

ეგოთა ჯარით,
(ისინი არასოდეს გამოდიან სხეულებიდან)
ქაღალდის ნავით,
ორიგამის წვეულებიდან,
მოვდივარ მთვრალი,
დავაღწიე სნეულებიდან,
ვიფიქრე თავი,
სახლში ვართ მალე,
შემოვუსხედით ყველა ჩვეულებრივად,
მაგიდა მრგვალია,
ულაბირინთო,
თუმცა..
რეალობაში არ მაბრუნებს წყეული კარი,
მხოლოდ ბავშვობის წარწერები რვეულებიდან,
და თვითმფრინავი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები