ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2021


გერტრუდას პასუხები-4

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
საღამოს ჩვენი ფოტოები ერთად მოვკრიბე,
პირველ მათგანზე საჯაროში ვთხზავდით ესსეებს,
რა კარგ ადგილას მოგვიწყვია ფოტოსესია?!
კვირადღე იყო, ასე მახსოვს, ჰოდა, ფოიე,
ბუზის გაფრენის ხმას ისმენდა, მგონი ფოიერ-
ბახი გეჭირა, „მწერალი და ადამიანი“,
რაღა თქმა უნდა მალოდინე, დააგვიანე,
შემდეგ ნაყინით მოუთხვარე პერანგს სახელო,
ქალაქობანაც ვითამაშეთ, ფილმის სახელი,
ვერ გაიხსენე ასო ი-ზე, ზურგი მაქციე,
ინგლისს რომ წერდი ქვეყანაში, იქვე, პაციენტს,
მეგონა გვერდით მიუსვამდი გრაფა-კინოში,
წყალს წაუღია რომეო და ჟულჲეტ ბინოში,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
საღამოს ჩვენი ფოტოები ერთად მოვკრიბე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები