| ავტორი: უჩააა ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2021 |
დაგამახსოვრდა, მხოლოდ ის ერთი მადლი..გშორდება გულზე ქვა ზავით, მზე არის,მაგრამ არა ისეთი, რომ ძნელდებოდეს გზა სუნთქვასავით...
რომ შუადარდებს ჩრდილში ჩარევით ბოლო ყლუპი ცა თავს ვერ დიოდეს და ჩამოყრილი მხრები ჯვარივით, ვეღარ მიგქონდეს, სულს ერთიოდეს...
მხოლოდ იმ ნედლი მადლით აცხონე დღე,რომელთანაც დავას აგებდი, როცა ტოვებდნენ, შენს მხრებს ნაწყენი თრთოლვები,როგორც ავაზაკები...
რა გიქნა ,მაინც მადლმა იმ ერთმა? როგორ შეგიქო კრთომა უგვანო?- შვილის სატირლად ვინც გაგიმეტა, მზე გასაზრდელად რომ მიუყვანე...
უჩა ღონღაძე 16/04/2021 ნინოწმინდა,ჯავახეთი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობაა დიდი მადლობაა
2. დიდი მადლობაა დიდი მადლობაა
1. Ლამაზი მუსიკა და კარგი რითმებია. Ლამაზი მუსიკა და კარგი რითმებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|