 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2021 |
„დაე,გაუმარჯოს შურს მეგობრებო, რაკი ჩვენი მხოლოდ ის არის, დაე, გაუმარჯოს ჯიბრს,მეგობრებო. რაკი მხოლოდ ის გვანვითარებს, ადამიანი არა ტყუის მხოლოდ ბოროტში, დაე ,შეერგოს!“
ბესიკ ხარანაული.
პოეტის სათქმელს გავეცანი დილაადრიან. დიდი პოეტის. წუხდა. სამძიმარს გვიცხადებდა. იმის გამო, რომ სამყაროს შემქმნელს (ასე ამკობს და მეც ვეთანხმები) მარხავდა ხალხი, ქართულ მიწაში, ძველი საკრავით, ახალი გამხურებლებით.
რა წაიკითხა ნეტავ ასეთი? რატომ მოადგა თვალზე ცრემლი? თავადაც იცის, რაც ცოცხალია არ იმარხება. ცოცხალი კი ის მაშინაც არის, თვალდახუჭულსაც თუ გული უცემს. თავადაც იცის, რომ არ შეიძლება ყველას თანაბარი გაგება ჰქონდეს. თავადაც იცის - ეგ არაფერი! ვისაც ყანაში მწიფე თავთავთა ნაზი შრიალი მოუსმენია, მისთვის ყური მიუჩვევია, შესაძლოა არ ესმოდეს ატმის ბაღების... და სულ ეს არის. სიტყვა „შურს“, „ბოღმას“, არც კი ვახსენებ, ჩემგან უხერხულია, ის კი - გაუმარჯოსო! - ამბობს, არ ვედავები, ვერ ვედავები. მეც კი მგონია რომ უძრაობას მოძრაობა სჯობს, თუნდაც შეჯიბრი, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს - „პოეტური ოლიმპიადა“.
რთულია იჯდე და ფიქრობდე, პოეზია დღეს, - ის არ არის რაც გუშინ იყო, ვიღაც მარხავდეს და მიუსამძიმრო. წუხდე მის გამო, ვინც არც აცხელა და არც აცია და მიწას აყრის. თან ტკბილ-მწარედ გეღიმებოდეს. რადგან შენ ყველაზე უკეთ იცი, - უსასრულოა ტრანსფორმაცია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|