ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2021


დაიგვიანე

შემოგაბერტყე პატიება,  როცა გავრბოდი
ფრთები თვალებზე ავიფარე თითების ნაცვლად,
შენ კი  გეგონა მზე მეხურა და სულს ვათბობდი,
ეს შენ გეგონა...საყვდურად ლექსები დამცდა.
სიტყვების იქით ქარებია, გულს იქით_ წლები,
აქეთ ზღვებია, პოეზიაც ცის სარტყელს კვეთს და ...
შემომეყარე  განშორებად ბავშვივით წრფელი,
ვერ შემიფარე შენს ფრთებქვეშ და
გზებიც კი კეცა
გულგაპობილმა იარებმა სულის  მდინარედ,
დღეს შეიძლება უკვე სხვა ვარ, ისეთი ვერ ვარ,
ბევრი ვიარე უშენოდ... შენც.. დაიგვიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები