ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2021


,,დანაშაული''

დაბეგვე შენი ოხშივარი - სხეულის სითბო
ტანზე რომ ქშინავს,
დაბერე სული გაღვიძებას ნოტიო ძილით.
ჩაიტკბარუნე პირი  გათენდი-თ.
ჯერ არაფერი გამოგსვლია ისეთი მშვიდი,
როგორც იდაყვში მკლავის მოკეცვა.
ისეთი მკვრივი ვერაფერი დევნე ტანიდან,
როგორც მხრებს ქვემოთ წინა ნაწილი.
არც უცნაური არაფერი დაგსიზმრებია,
გარდა ქაფქაფა სიცოცხლის ტალღა,
სულის შებერვის გარეშე რომ ხვრეპდა რხევებით
თავშეკავების უარმყოფელი გამბედაობა.
ვერ გიკარნახებ რა უნდა გეცვას.
ვერც იმას ვხვდები რა უფრე დიდი ,,დანაშაულია'',
პეპლის ფარფატის მაგვარი ცეკვა რომ შეგიძლია,
თუ ჩემი გაყუჩება შენი უძრაობით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები