ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2021


საკარგგანწყობო

ამ დილას რაღაც უფრო მაღლა ფრენენ ჩიტები,
რა მადლიანი ამინდია, ცამ გამიღიმა.
საკარგგანწყობო მომიგზავნა ფიქრმა სიტყვები,
პირდაპირ რომ ვთქვა, არა  ისე, ცოტა ირიბად...
ასე მგონია ფესვი ვარ და წყლისკენ მივცოცავ,
და ის ფოთოლიც, ტაშს რომ უკრავს ნიავს, ფრიალას.
მომნატრებია ბუნების ხმაც, სუნიც სიცოცხლის,
უფრაგმენტებოდ, სრული სუნთქვით, ასე მთლიანად!
მელამუნება კატა ფეხზე, გრძნობს ჩემს ხასიათს,
ნიავს ფარდები ფანჯრის გარეთ გაჰყავს ხელკავით.
ახლა არ მინდა პრობლემების გაწამაწია,
მინდა ცის სარტყელს შვიდი ფერის ქამრით ვეკავო...
  23.06.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები