ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უჩააა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2021


სახასიათო

მოასფალტებულ ნერვზე მივდივართ,
საათს დავხედეთ ასე ათისკენ,
ახლა უბრალო ღმერთის რიდიც ვერ
გვიხსნის ურთულეს ხასიათისგან...

წამოგვეწევა გზაში აპრილი,
დავიხმართ ალბათ წაბლისფერ ხელებს,
როდესაც ზურგში ენა -გაყრილი,
ღვარძლის სიპ ქვებზე წავიფორხილებთ...

არ მოსულ ფერთა ორმოცებია,
მუჭში ვეტევით-იმხელები ვართ,
ჩალურჯებული ორმოებიდან
გზები წყდებიან სიმღერებივით..

კაბიან სიტყვებს,როგორც კელია
ცრის ენის წვერზე მდგარი იგავი
და აღარ ვიცით,კვლავ თუ გველიან
იქ,სადაც უნდა მივსულიყავით...

23/01/2020

უჩა ღონღაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები