 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2021 |
შეხე, ლარივით გასწორებულ ხაზს ამ ქვიშაში, ფერდებჩაცვენილ აქლემთა და მექარავნეთა, ჩამოდგეს ღამე, ბედუინთა კარვის წინაშე, შორს არის კიდევ, დამიჯერე, მექა, რამეთუ... შორს არის, მეთქი, დაყოვნება გიჯობს, უკეთუ, ძირგამომპალი სოფლის სახლის მოგელის ბედი და წაიქცევი, ვიდრე გნახავს მეფუნდუკეთა ვინმე მსახური. ლაქიაზე მცირე ან მეტი. შუბლზე სველ თითებს გადაგისვამს, თვალებს გაუხელ, თვალებს, რომელსაც შეაჩვიე ამოღამება. დაყოვნება ჯობს, ამ უდაბნოს ვერსად წაუხვალ, დაყოვნება ჯობს, დამიჯერე, თუნდაც ამაღამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|