ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2021


***

თეთრი ღამიდან
მიყურებდა
შენი აჩრდილი
რომ მივტრიალდი
კედლისკენ და
პირი ვიბრუნე,
ახლა ცხოვრება
უხერხულად,
ჩვენში გაჩრილი
სისხლიანია ,
როგორც ზურგში
მტრების ბებუთი.
გამოანებეს
წლებმა თავი
ყველა საყვედურს,
დუმილი
გაწვა ღრუბლებივით
მღვრიე თვალებში,
და პოეზია
როგორც ჩვენი
ბოლო რანდევუ,
ტკივილიანი მოგონების
წიგნად იშლება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები