ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2021


იქამდე

ახლა მგონია ჩემს ოცნებებს სიმძიმის ძალა
ფრთების მოკეცვის,თითქოს ქვემოთ მინას ანარცხებს.
დღესაც მგონია წუთი-წუთზე აქედან წავალ,
თითქოს ცხოვრება საბოლოოდ დადებს კამათლებს.
მაგრამ იმედი რწმენის არის ჩემი და შენი,
როცა ყოფნა და აღარ ყოფნა დღე-ღამეს ითვლის,
იქამდე სანამ უკანასკნელ სუნთქვას დავხარჯავ
მინდა იცოდე რომ მიყვარხარ.ვდარდობ და მიმძიმს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები