ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2021


ბრავო,მაესტრო!


ხანგრძლივი ტაში,გაბნეული ფეტვივით ხალხში!
ტაში-დასტური გულწრფელობის! ტაში დიდების!
"ნატაშარი" და "ნადიდები" ვბრუნდებით სახლში...
რომ სახვალიოდ ვპოვოთ- "ბოლო გასაყიდები"...
ქუჩაში მავალს სიყვარულის გვაცილებს მზერა,
ზოგი ჩურჩულით,ზოგიც კიდევ-ეს ის კაცია!
მათ შორის ყველამ (რომ მოკითხო) იცის და სჯერა,
რომ ვართ სამშობლო...მამული და რომ ვართ "ნაცია"...
თუ სიცოცხლეში ნიკალასი გვერგუნა ხვედრი!
კიბის ქვეშ მკვდარი რომ გვიპოვონ მწყურვალ-მშიერი...
გასაცილებლად ცრემლებს დაღვრის მამრიც და მდედრიც,
გაუგონარი უკმარობის "მშვიდი იერით"...
სადღეგრძელოში? "მოყვასები" რას არ იტყვიან!
საიქიოში გვისურვებენ უფლის წყალობას!
-სააქაოში ვერ "ვიცნობდით" ამ ხვავ-სიტყვიანს...
არც ის "ვიცოდით" "ატანაზედ" როგორ წვალობდა...
იმ "ნათქვამებსაც" საწონებლად მოყვება ტაში...
ტაში-დასტური,- სააქაო პატივ-დიდების...
ხანგრძლივი..."ფეტვად" გაბნეული(უბრალოდ) ხალხში...
ნაფერნაცვალი...როგორც "ბოლო გასაყიდები"...
შემოგითვლიან,-"ტაშფანდურას" შენც რომ დაესწრო...
სხვათაშორის რომ "გიტაშუნონ-"ბრავო! მაესტრო!"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები