| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2021 |
სამოთხის ზღურბლთან (ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის საუკეთესო ლექსის ნომინაცია)
ვუძღვნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ავტორი
ჰყვაოდა ბუნება და შიშველფეხება, საღამოს სიგრილეს, მირეკდა გრიგალი, მინავლდა, შეჩერდა და იგრძნო შეხება, სამოთხის ზღურბლის წინ უეცრად მიმდგარი; - შეშფოთდა! ... ვერხვების ფარვანა უტკბილო ფანტელი, ბრუნავდა, ცვიოდა და უცებ დაბერდა, დარდისგან მოლამბულ ბუმბულის სარტყელით, ნარ-ნარა სასთუმალს მიწაზე აგებდა, ბალიშიც საწოლზე ლამაზად წაფერდა. ჩათვლიმა! ... იმძლავრა ძილქუშმა და ჟამი მიმქრალი, ნელ-ნელა მავალი რიტმული ნაბიჯით, დღეს თავგზას ურევდა, მზეს რვალად ადნობდა, სუნთქავდა სამარე სიბნელით ნაჯიჯგნი; დაისის სიწითლეც თანდათან აგორდა; - ინათლა! ..., იქ, სილაჟვარდეში ცურავდნენ ღრუბლები, მეწამულ ფერებში ცის თაღი ჰყვაოდა, სარკეში მზირალი ფუმფულა სინაზით, ღვთიური სხივებით გამთბარი ხელები, ეპოქებს ავსებდა სიკეთის მირაჟით,- ნათლავდა! ... მიჰყავდა ისინი სამოთხის ზღურბლამდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საუკეთესოა! საუკეთესოა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|