ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2021


* * *

მზე ასკინკილით მოირბენს ქალაქს
და ჩვენ მახლობლად დაჯდება ტახტზე,
ცისარტყელაზე დაიწყებს ქანავს
ჩვენი გულები ,მაისით სავსე.

რითმებად დაწნავს თბილ სიტყვებს ქარი
და ცხრა მთას იქით მონახავს მსმენელს,
კვლავ გაბრწყინდება თვალები მქრალი,
ლექსით სამყაროს რომ დაასველებს.

გულიდან სული დაიწყებს დენას,
შენც შეაშველე ხელი,ნატრული...
კლდეზე პალიტრა გამოიკვეთა,
მდორე ცხოვრება გავამხატვრულოთ.

არ გესმის? უკვე ზარს რეკავს მნათე,
ნუთუ ცისკარზე ლოცვა გწყინდება?!
მჯერა ,უფალი,გულს თუ აანთებ,
შენს არსებაშიც შემობრწყინდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები