 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2021 |
რატომაც არა, ვითამაშოთ დამალობანა, დაიხუჭე და დაითვალე ჩემი ცოდვები. ყველა შეცდომა დაითვალე, დავმალე განა, ყველაფერს, მაგრამ მატყუარას ვერ მიწოდებდი. დავიმალები, სანამ ითვლი, სანამ მზეულობ ჩემს თვალებში და ყველა ფიქრი ჭმუნვისფერია, ნუ მეძებ სახლში, გავექეცი სამზარეულოს, მეძებე ცაში, რას მიპოვი ღრუბლისფრთებიანს! მერე კი ქარში ბრაზის ყველა სიმსაც რომ აშლი, იბობოქრებ და ვიდრე მიგრძნობ, ვიდრე მნახავდე... შენ ,შეიძლება ,არც მოგინდეს ჩემთან თამაში, ისიც ინანო, ითამაშე რაც კი აქამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა თბილი და სევდიანი ლექსია. რა თბილი და სევდიანი ლექსია.
2. მე არ მენატრება სამზარეოლო, ნამდვილად მე არ მენატრება სამზარეოლო, ნამდვილად
1. ,,ნუ მეძებ სახლში,გავექეცი სამზარეულოს""....ახლა მგონი პირიქითაა, საკუთარი სამზარეულო უფრო ენატრება ბევრ ქალს... ,,ნუ მეძებ სახლში,გავექეცი სამზარეულოს""....ახლა მგონი პირიქითაა, საკუთარი სამზარეულო უფრო ენატრება ბევრ ქალს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|