ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2021


ამადეუს!!!

როგორც ამბობენ,შემოდგომის ფოთლებიც  ხმება,
თოვლის სითეთრეს,გაზაფხულზე ისევ დაშლიან,
ბედიც ასეა,იბადება და მერე კვდება,
დროში დაკარგულ ფიქრებივით მასაც წაშლიან.

შენ, ამადეუს...აღარც უკრავ და აღარც მღერი...
და დღეს თეატრში, შენს მონოლოგს ალბათ ჩაშლიან!!!
დაგრთე ნება და დაასრულე შენი სათქმელი,
სანამ გრძნობები საბოლოოდ აღარ აგშლიან.

მეც მიმამსგავსეს მწუხარებით პირქუშ კარდინალს,                                     
ახლა შეშლილი შიშის ზარსაც ვეამბორები,
გარიყულივით განმდევნიან,როგორც “პარტიზანს”
ბრალი დამადეს უმართავი მეტაფორების.

გახსოვს,დიდებით ვღიღინებდით მეფის არიას?!
ეხლა გლახაკის როლზეც გვიწევს ღმერთის ჩარევა,
მერე ჯანდაბამ,თავის ხელი იქაც გარია
და ბედისწერის გადაწყვიტა ბოლოს არევა!!!

მგონი გვიმალავს უბედური წამხდარ სიმართლეს,
ეჰ,ამადეუს!..განა ყველას ასე ვეტყოდი?!,
როგორც ყოველთვის ვიცი ძმაო ვერ გაგვიმართლებს,
ხვალ კი,ვინ იცის,ამადეუს,ვის მივენდობით!!!                                                 

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები