ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2021


მას...

ცხოვრება დრამაა, მუდამ თავისთავადი წილხვედრობით, რაც შეუცნობლად მოქმედებს მომავალზე და ეკალბარდებზე ამოყლორტილ ყაყაჩოებს, ვარდებსა და  გვირილებს ჰგავს, იქვე მცოცავ სუროსთან ერთად!
გძინავს მშვიდად და უდარდელად. გძინავს და არც კი  გესიზმრება ვარსკვლავთა წყობა. ის  თანავარსკვლავედთა გალავანს შიგნით გამომწყდეული ყველაზე მკრთალად მანათობელი, გზა აბნეული ციცინათელაა. ანათებს და გაანათებს სანამ შეძლებს, მხოლოდ შენთვის!
არ ჩქარობს გალავნის გარეთ გასვლას. იცის ტყვეა, მაგრამ ამ ტყვეობის "ხიბლში ჩავარდნილი"(ასე ამბობენ მართლმდიდებელნი) ხიბლშია, ამ ჩვენი პლანეტის სილამაზით სადაც დიად ცისფერში და სრულ სიმშვიდეში ზემოდან მოსჩანს მიწის ვარაკვლავი -  მისი პატარა საყუდელი. იცი რა ფერი აქვს? მისი  ფერი აქვს... მას მისი ფერი აქვს, ბედნიერების ფერი! ჩანხარ და დილის ნამს ცდილობ დაუსყლტე ხელიდან, ძილი გიყვარს! გიყვარს ვარსკვლავებიც, ისიც ხომ ერთ-ერთი მათგანია, ერთი უკვალო ნაკვალით გადაღლილი და მდუმარედ მავედრებელი. იცი ციდან რა ახლოა სამყარო? ზუსტად ისე როგორც დედაწიდან ღმერთი. ცად ხარ და ხვდები, რომ ღმერთი დედამიწის ბინადარია!... თანავარსკვლავედის გალავნიდან უნდა გადმოხტომა და ერთხელ, ერთხელ მაინც ჩამოვიდეს, ვიდრე შემოდგომა მოვა... იქნემ ღვინობისთვემ დაათროს უგონოდ და მივხვდეს თუ რა ფერისაა სამყარო, მაგრამ მხოლოდ ასასვლელი კიბეა ცამდე! როგორი მსუბუქია    ფერები და გამჭვირვალე, რა საოცრად სუფთაა მასთან შენი სურვილები. როცა დაბრუნდება ჩუმად გეტყვის რა უთხრა  ღმერთმა ყურში თუ რა ვერ აპატია!
როგორ უნდა შენი ძილის ხმა ესმოდეს და მისი მელოდია არ აძლევდეს მოსვენებას. ასე გაუთავებლად გაათენოს შენს ტერფებთან.  ნაკვალის ფერი აქვთ მათ და დასერილან როგორც ბებერი მიწის ზედაპირი ადამიანთა უხეშობით.  ჩამოჯდება მათთან და დაითვლის ყველა უცნაურ ფერს შენზე მობიბინეს ბნელ ოთახში... ამასობაში კიდეც გათენდება და ათასობით ფერი მიიკარგება, როგორც იმ ორის მოდარაჯე მთვარე.


გიგო რიონელი
9 მაისი 2021 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები