ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2021


***

როცა ყველაფრის შექმნას მორჩა ,
შენ შეგქმნა ,
თითქოს გვირგვინი დაადგა ნაშრომს ,
როცა მზე სხივებს ყოველ ღამით ზღვაში აგრილებს ,
ყოველ დილით  კი ისევ ისე , თავიდან აშრობს ,


შემოდგომაზე როცა ტყე გავს , მხატვრის პალიტრებს,
ხეები ფუნჯებს ,  ამოვლებულს უამრავ ფერში,
ქარაფებიდან თვითმკვლელობით შეპყრობილ ჩანჩქერს ,
თავს რომ იკლავს და იბადება თავიდან ჩქერში ,


ზამთრის ცივ დილას , ხევისბერივით შუბლშეკრულ მყინვარს ,
იანვრის ამინდს  , გადათეთრებულ
მთებსა და ბარებს ,
ქუჩებში ხეებს მთელი ეს დრო სულ შიშვლებს სძინავთ,
შუბლშეუხრელად მთელი ეს დრო უძლებენ ქარებს


და გაზაფხული , როგორც ცხრა თვის ორსული ქალი,
უხასიათოდ , მიზეზ-მიზეზ მკაცრად და ცივად
აფეთქდება და დაიღვრება ქალური ცრემლით
მშობიარობას შეწირული მარტის თვის წვიმად


როცა ყველაფრის შექმნას მორჩა ,
შენ შეგქმნა ,
უნაკლო ქალი , როგორც ღმერთის ყველა ქმნილება
შენს დღეს გილოცავ , და იცოდე შენით ვარსებობ ,
და უსიკვდილოდ შენ ეს ლექსიც გეცოდინება…









































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები