ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2021


ანას

შტრიხი ჩატეხე და გამოკვეთე,
ტილო მიაბარე გალერიას,
არტის სასაფლაო მანდ არის.
გოგრას დახატავ თუ მანდარინს?
ექსპრესიონიზმის ჰაერია.
ჩვენთან ამინდები გამოკეთდა.
ვინც შენ ამ კედლებში გამოგკეტა,
ვინც შენ გაგხადა ამტანი,
ავად გახდეს არ გამოკეთდეს,
ის ავად გახდეს _ ავადა,
წყალი გადაექცეს ლავადა,
_ჩემო ქალაქელო მხატვარო.
მთებში დავწანწალებ მაწყევარი,
ცისფერ ღვიაში და რემაში.
როცა გაიღვიძებ _ ე მაშინ,
მოვალ ყვავილების დემარშით
_ ჩემო ხორბლისფერო მხატვარო.
რამდენ ლექსების ღმერთებს და
რამდენ ლექსების მეფეებს
ჩემში ეცოფა და ეშმაგა,
ამას როგორ უნდა გავუძლო
ერთმა პოეზიის ეშმაკმა.
ჩემო სიფრიფანა მხატვარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები