| ავტორი: ს.თ ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2021 |
ეხლა ყველანი თვალებში მიცქერთ და იმას ფიქრობთ, როგორ დამძრახოთ. რაში გჭირდებათ, ნეტავ თუ ფიქრობთ, ჩემს გულში სანთლებს ვერვინ ჩააქრობს.
სანთელს, რომელსაც გულით ვატარებ ცხოვრების გზაზე მე ბნელს მინათებს, იქ სადაც სხვები თავს იკავებენ, არ მეშინია მე გზას განვაგრძობ.
მივდივარ ისე, როგორც აქამდე, საითაც გული მიწევს და მიძგერს და გთხოვთ, ნურავინ ნუ შეეცდება რომ ბოღმით ვინმემ ჭკუა მასწავლოს.
არ მინდა სიტყვა, მე ისედაც ვგრძნობ, ჩემი ცხოვრება უფალს მივანდე, ჭეშმარიტება სადაც ვიპოვე ბევრი თქვენგანი ჭაობს უწოდებს.
ჰოდა, რა გითხრათ მე ამის შემდეგ, თავად მიხვდებით, თუ სად რა სჯობდა. ბოლოს კი ალბათ თქვენც აღიარებთ, ჩემი ჭაობი რომ თქვენსას სჯობდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|