იყო დრო ოდესღაც თევზების მშურდა; სულ სხვა სტიქია მინდოდა, მსურდა... მათი ძალიან მშურდა.
მათ ეცვათ ქერცლი, გარშემო წყალი და რა წყალი! - ზღვა! რასაც სულ ვნატრობდი, მასთან მინდოდა, თევზები კი მასში ცხოვრობდნენ;
ო, როგორ მშურდა; ზღვა ღელავდა, მე მეშინოდა, თევზებს კი - არა; ისინი ცურავდნენ და გარშემო სულ ლივლივა წყალს ხედავდნენ.
ო, როგორ მსურდა თევზად ყოფნა, ლაყუჩით სუნთქვა. . . ცურვა, ცურვა, გაკვალვა ზღვის, წყლის სიზრქის და გამჭვირვალების;
სანამ არ გავიგე, რომ მე თვითონაც ვარ ჟანგბადის თევზი და ვცურავ ატმოსფეროში. . . მაგრამ გარემო უფრო უხეშია, უფრო ტლანქი და ულაზათო, ვიდრე მრუმე, მძიმე ზღვაში. . .
ვიცი, მესმის, ეს იგივეა; მაგრამ მე მაინც იქ მირჩევნია ღრმა, ლურჯ ზღვაში თევზად ყოფნა. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კიდევ კარგი რომ იქ მაინც არის, შეგვიძლია თამამები ვიყოთ ამიტომ. კიდევ კარგი რომ იქ მაინც არის, შეგვიძლია თამამები ვიყოთ ამიტომ.
3. პირველ რიგში მადლობა კომენტარებისათვის. გეთანხმებით, რომ ასეთია ჩვენი სამყაროს კანონზომიერება. დიდი ერევა პაგარას და ასე იყო და არის. ძალიან საყვარელია პატარა ჩიტი, თუ ჭიანჭველა ან ქინქლა არ ხარ. ყველაფერი ფარდობითია. თუმცა ყიველთვის, მითუმეტეს ბავშვობაში გვყავს ან გვაქვს პატარ-პატარა იდეალები. ზნემაღალი არსებობა კი ჩვენს ქვეცნობიერშია
პირველ რიგში მადლობა კომენტარებისათვის. გეთანხმებით, რომ ასეთია ჩვენი სამყაროს კანონზომიერება. დიდი ერევა პაგარას და ასე იყო და არის. ძალიან საყვარელია პატარა ჩიტი, თუ ჭიანჭველა ან ქინქლა არ ხარ. ყველაფერი ფარდობითია. თუმცა ყიველთვის, მითუმეტეს ბავშვობაში გვყავს ან გვაქვს პატარ-პატარა იდეალები. ზნემაღალი არსებობა კი ჩვენს ქვეცნობიერშია
2. ერთფეროვანი ფონიდან ამოვარდნილია. ცხადია, ავტორის, როგორც შემოქმედის ხმა ნაკლებად ისმის ჯერჯერობით. ალალი და უსაყვედურო - ორი ქულა ერთფეროვანი ფონიდან ამოვარდნილია. ცხადია, ავტორის, როგორც შემოქმედის ხმა ნაკლებად ისმის ჯერჯერობით. ალალი და უსაყვედურო - ორი ქულა
1. სიმკვრივეშია მხოლოდ სხვაობა და გამომდინარე - ზნეში, თორემ სადაც სიცოცხლეა, დიდი თევზი ყველგან ჭამს პატარას... ვაფასებ სურვილს - ზნემაღალი არსებობისას. ლამაზი ოცნებაა, უფრო ფიქრი გამოუცდელი სიმკვრივეშია მხოლოდ სხვაობა და გამომდინარე - ზნეში, თორემ სადაც სიცოცხლეა, დიდი თევზი ყველგან ჭამს პატარას... ვაფასებ სურვილს - ზნემაღალი არსებობისას. ლამაზი ოცნებაა, უფრო ფიქრი გამოუცდელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|