ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2021


* * *

ისევ ფიქრები სიტყვა გამშრალი და ღამეების მიჯრით თენება,
გზები დარდებთან ჩუმი მაშვალი,
ცის ცრემლიანი შემოჩეხება.
ღია ფანჯრები გაშლილი თმებით
და გულნატკენი წლებივით ქარში,
მოგონებები ტკივილებს ერთვის,
ვით შემოდგომით ფოთლების მარში.
თავს იტყუებდი უაზროდ ერთხანს
და წამოეგე პირზე ანკესებს,
მოჰგავხარ იმ ხის დაკოჟრილ მერქანს,
ხავსივით თვალი რომ შეაკედლე.
მერე რას ეტყვი მრუმე ამინდებს,
რომ გაგიჭირდეს ბედის ატანა,
შენი თავიც კი აღარ დაინდე
და ამოზარდე გულზე კატანა.
მარტოდ დარჩები, მოხურულ კარებს,
ცხოვრება ქვებს და ღორღს მიათოვლავს,
შენ კი არავის არ გაიკარებ,
და არც არავის არა სთხოვ მოსვლას.
მიაყურადებ ნიავს უგულოდ,
თითქოს გულცივად ზედ სულში გაწვიმს,
და ეგ თვალები როგორც ფუღურო,
გაგონებს მთებში დაჩეხილ არწივს.
მოგენატრება ალბათ რაც ახლა
ასე გტკივა და ასე გაწვალებს,
და როგორც ვაზის ნაადრევ ნასხლავს,
გაატან ღელეს-სოფლის ავაზებს.
ერევი ბოკრო ფერდობის ნისლებს,
როგორც ხეებზე წაჭერილ მარყუჟს,
სიმწრისგან თითებს  მიწით მოისრეს,
გათოშილსა და სხვის ჯვრებზე გაკრულს.
ბოლოჯერ გულმა ხომ დაატირა,
ვიღაცის ხელებს უთქმელი ლექსი,
ცხოვრება შენი იყო სატირა,
-პირზე შემწყდარი ობობის ქსელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები