ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2021


დედამიწის ფერი

დედამიწა ცისფერია,-
ამბობენ ასტრონავტები.
დედამიწა მწვანეა,-
ამბობენ ეკოლოგები.
დედამიწა
მარმარილოსფერია,-
ამბობენ არქეოლოგები.
დედამიწა ლურჯია,-
ამბობენ მეზღვაურები.
უდაბნოს ქვიშისფერია, -
ამბობენ ბედუინები.
დედამიწა შვიდფერია,
ცისარტყელასავით, -
ვამბობთ ჩვენ.
არს უთვალავი ფერითა  -
უთქვამს მას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს