წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ეს რასაც თქვენ კითხულობთ არც პროზაა, არც რა თქმა უნდა პოეზია და არც იუმორისტული ჩანახატი. ჩემი პირადი წამიერი ტკივილია, რომ მსოფლიო უბრალოდ შეიშალა. თუ გნებავთ ვირუსს დავაბრალოთ, თუ გნებავთ რაიმე სხვას, მაგრამ უბრალოდ ოდნავ მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ მეტისმეტია... კმარა!
ახლა გიყვებით: მოჭადრაკე ვარ. უფრო სწორად მთელი ცხოვრება მოჭადრაკე ვიყავი, მერე 8 წლით თითქოს ჩამოვშორდი ამ თამაშს და ახლა ისევ დავუბრუნდი დიდ სპორტს. ნუ... ჭადრაკი მიყვარს, ყველაზე ბედნიერი ვარ დაფასთან, ფიგურების გადაადგილებისას ვგრძნობ, რომ უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული ადამიანი ვარ. კიდევ ათასი მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარი - მოგზაურობაა!! მოგზაურობის გამო დავუბრუნდი თამაშს და ყოველ ჯერზე პატარა ბავშვივით მიხარია, როცა უცხოეთში რაიმე ტურნირზე მივდივარ.
რამდენიმე დღეში შვედეთში მიწევს წასვლა ტურნირზე, შვედეთიდან პორტუგალიაში, ისევ ტურნირზე. ჯამში 1 თვე გამოდის. ძალიან ბევრ ადამიანს გავიცნობ, შევხვდები, ვეთამაშები, გავესაუბრები... შვედ აშოტილ გოგონებს დავათვალიერებ იფ იფ იფ
მაგრამ 1. თბილისიდან მაქვს ფრენა სტამბულამდე და ... უბრალოდ შეიძლება თბილისის აეროპორტიდანვე არ გამიშვან, მითხრან, რომ რომელიმე საბუთი დამავიწყდა... რომელიმე საბუთი იმ 1477 საბუთიდან, რომელიც არ ვიცი ნამდვილად საჭიროა თუ არა. 2. სტამბულიდან სტოკჰოლმში უნდა გავფრინდე და ... უბრალოდ შეიძლება ბორტზე არ ამიშვან თურქმა მესაზღვრეებმა. ბევრი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. 3. შეიძლება შვედეთში ვერ შევიდე... ანუ ჩავფრინდე სტოკჰოლმში და არ შემიშვან, რადგან ჩემი ქვეყანა ზედმეტად რისკ ჯგუფში შედის. 4. სტოკჰოლმიდან 1 კვირაში ბუდაპეშტში უნდა გადავფრინდე და ... ჰოი საოცრებავ! შეიძლება ბუდაპეშტშიც არ შემიშვან... სხვათაშორის აქ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შემიშვებენ... მაგრამ ----- შეიძლება არ შემიშვან! 5. ბუდაპეშტში თუ შემიშვეს, მეორე დღეს პორტოში უნდა გავფრინდე, პორტუგალიაში... ხვდებით ხომ საითაც მიმყავს?! დიახ! შეიძლება არ შემიშვან... 6. უკან ლისაბონიდან ვბრუნდები ისევ ბუდაპეშტის გავლით... დიახ დარწმუნებული ვარ თუ აქამდე ყველგან შემიშვეს, ბუდაპეშტშიც შემიშვებენ და ეს მეექვსე პუნქტი ყველაზე მეტად მამშვიდებს...
მაგრამ... როგორც ამბობენ მალე მეოთხე თუ მეხუთე ტალღაში შევალთ (მეორეს მერე მე აღარ ვითვლი). ამბობენ, რომ შემოდგომიდან ისევ შეზღუდვები გვექნება და კარანტინები და კომენდანტები და უბედურებები...
ხოდა 7. შეიძლება ბუდაპეშტიდან საერთოდ გამიუქმონ ფრენა და - ვერ ჩამოვიდე.
სა წევიდე? თავს ვერ ვიკლავ... იქინე არ შეგიშობენო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 12 დღის წინანდელია ეს ტექსტი.
წახვედით ? :)
12 დღის წინანდელია ეს ტექსტი.
წახვედით ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|