ავტორი: ლ.ბ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 აგვისტო, 2021
დასალაგებელი დიალოგი
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- დასასრული მართლა, რომ არსებობდეს შეგეშინდებოდა? - როგორ თუ შემეშინდებოდა ?! დასასრული ხომ ყველაფერს აქვს ფილმებს, წიგნებს, იმპერიების არსებობას, ურთიერთობებს, სიცოცხლეს, მზის სინათლეს.. - მართალია, მაგრამ იმედი ? მაშ იმედი რაღაა.. ფილმები და წიგნები კარგი, მაგრამ დასრულებული ურთიერთობის აღდგენის სურვილი გულში, თუნდაც სიღრმეზე ხომ მაინც რჩება ან რატომ ამბობენ ჩვენთან მოვა დღე და ყველანი წავალთ წასულებთან შესახვედრადო.. ნუთუ გაგრძელება არ არსებობს ? დაცემულ იმპერიებზე ხომ ახალი სახელმწიფოები შენდება, ისევე როგორც გადაჭრილ ხეზე პატარა ფესვები აღმოცენდება..
მე ვერ დავიჯერებ დასასრულის არსებობას, რადგან ის სიცოცლის გაგრძელების სურვილს აბუჩად იგდებს და შეურაცჰყოფს. მისი დაჯერება ამ წყეულ სამყაროსთან უბრძოლველად დანებებას ნიშნავს..
უსმენდა და ნელ-ნელა სიმშვიდეს კარგავდა.. მის წყნარ, სწორ კანზე ეტაპობრივად შიშისა და მღელვარების პატარა გორაკებმა დაიწყეს თამაში(იმედმა დაიწყო გამოღვიძება)..