| ავტორი: ტირპიც ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 აგვისტო, 2021 |
"რაოდენ დიდი დრო გადაიქერცლა ჩვენს აბჯარზე. ოჰე და აჰე. გულს ნაზად უჭერს, ათბობს მოგონებები სისხლიან მთებზე. ჯერ კიდევ დიდებული იმპერიის, დიდებული სამყაროს რეალობას მოწყვეტილი, ანაც პირიქით... ღმერთებმა უწყის სად არის სინამდვილეში რეალობა და სად ფანტაზია. ღმერთებმა უწყის არადა... ამ სამყაროში ღმერთები ჩვენ ვართ. ჩემო ერც'ენტრო, სხივთა ზეიმი, რომელიც ათასას ვარსკვლავს კლაკნის და ათბობს თქვენს დიდებულ წარმომავლობას, აღვივებს იმპერიის სურნელებას მთელს პლანეტაზე რამეთუ იცოდეს ყველამ სათითაოდ, რომ ამ მიწაზე მხოლოდ იმპერიელის სისხლი აცოცხლებს გულს და არა პირიქით. ციტადელის გულში დატრიალებული ენერგია ხშირად გამოსცემს უცნაურ ხმებს და ფერებს. ქაოსიდან წამოსული ენერგიის მართვა არც თუ ისე იოლი საქმეა. ჩვენი სამფლობელოს საზღვრებს გარეთ ხშირად ხდება ოჰესოდენ საშინელი სიბნელეები. გვიწევს სისხლის ამღერება იქ, სადაც ურწმუნოების და ურჯულოების ხარჯზე ირღვევა წონასწორობა სამყაროსი. ულევი წართმეული სული, იქნება მძიმედ ფასეული თუ უსუსური, მჩატე... გენერალთაგან კა'ესსის მხრებზე ჩამოკონწიალებული თვითოეული ეგეთი ტვირთი. არ უჩანს ამ ფერთათამაშს ბოლო. ისევე როგორც არ უჩანს ციტადელის მუსიკას დასასრული. დაე შესაბამისად სუნთქავს იმპერიაც ! სისხლიანი მთები... უკონტროლო სექტორში, მესამე სარტყელს გარეთ, ჩვენმა ენერგოვამპირმა ხომალდმა შთანთქა ენერგია ესოდენ დიდი ძალის, როგორსაც მხოლოდ ჩვენ, ქაოსის შვილები ვაფრქვევთ. დღეის გადმოსახედიდან, ვარსკვლავები არ ბობოქრობენ. არც ბუმბერაზი მთები იშლებიან. მინდოდა თქვენთვის ეს სიახლე მეწილადა რამეთუ ერც'ენტრის ბინადარმა, პირველმა უნდა იცოდეს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება ბოლოს მოყვარე აღმოჩნდეს, რამეთუ ასე ვინებებთ ჩვენ. თუ არა და უკიდეგანო ბუდეში ყოველთვის მოიძებნება ყველაზე ტრაგიკულად დაბინძურებული სულების ადგილიც." გენერალი ესს'სემი გამოდის სიტყვით იმპერიის დედაქალაქში. აფრთხილებს ერს ახალი, იდუმალი ძალის შესახებ. იმ ძალის შესახებ, რომელიც საბოლოოდ იმპერიის პირველი, ქაოსს გარეთ გაცოცხლებული ღმერთი იქნება. ღმერთი ილუზიის. ტყუილის და მოჩვენების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|