 | ავტორი: ციმციმა ჟანრი: პოეზია 21 აგვისტო, 2021 |
დაწერე, ცაო ,ჩემზე რომანი და ბესთსელერად იქცევა სული მკრთალი სხეულის, თოვლში რომ არის , ვერ ჩაიფიქრებს ვეღარცერთ სურვილს... დაწერე, ცაო, იმ ძველ ამბავზე: ხმებზე, საზღვრებზე, ვარდებზე, მასზე, ვერცერთი მითი გულს ვერ აბრაზებს, და ლოცვასავით ვჩურჩულებ ასე... დაწერე, ცაო, ჩვენზე რომანი და ბესთსელერად იქცევა სევდა- ნათელი წიგნი ჩვენი მომამვლის გაიყიდება, თუ გადახედა მოწყალე თვალით მემატიანემ, მანამდე რაღაც ოცნებებს ვხევ და მის ბლანტ თვალებში ვიხეტიალებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რა საყვარლად მიუსადაგე კომენტარი. მადლობა მთვარეს. რა საყვარლად მიუსადაგე კომენტარი. მადლობა მთვარეს.
5. თუ ვინმე განვლილი გზისთვის განგიკითხავს, შენი ფეხსაცმელი ათხოვე. ვოლტერი თუ ვინმე განვლილი გზისთვის განგიკითხავს, შენი ფეხსაცმელი ათხოვე. ვოლტერი
4. მადლობა, რომ კითხულობთ. მადლობა, რომ კითხულობთ.
3. კარგია, ოცნებების ასრულებას ვუსრვებ. კარგია, ოცნებების ასრულებას ვუსრვებ.
2. საყვარელი გოგო ხარ ,შენ. ეს ლექსიც მომეწონა. წარმატებები. საყვარელი გოგო ხარ ,შენ. ეს ლექსიც მომეწონა. წარმატებები.
1. ,,მის სველ თვალებში ვიხეტიალებ"
კარგია, მომეწონა. ,,მის სველ თვალებში ვიხეტიალებ"
კარგია, მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|