მერამდენედ მემართებას ასე. ისევ აქ ვარ, ჩემს სახლში, სადაც ხანმოკლე, ბედნიერი ბავშვობა გავატარე. ვწევარ ჩამთბარი. თან ძველ, ჩამუქებულ წაბლის კედლებს ვათვალიერებ. არაფერი შეედრება ამ სითბოს და სიმშვიდეს. აქ ყველა წერტილი საამო მოგონებებითაა გაჟღენთილი. ეზოს ყველა მტკაველი მშობლების ნაფეხურებითაა მადლმინიჭებული. ყველა ხეს მათი ხელების ანაბეჭდი აქვს დამახსოვრებული. ცოტა ხანს კედევ ვინებივრებ და დავტკბები აქაურობით. უსინდისოდ კი ვიქცევი, რადგან, დიდი ხანია ეს სახლი გავყიდე( მორგებული სიტყვაა) და მაინც არ ვთმობ. ახალი მეპატრონის მშობლებიც, (რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ. ჩემი სახლი ქალაქელ შვილს დაჩად უყიდეს) ვერ მამჩნევენ, ან არ მიმჩნევენ. ცოტა ხანს კიდევ ვიქნები, რა დაშავდება?! მერე ავდგები , დედაჩების დარგული მსხლებიდან უტკბილეს ნაყოფს დავკრეფ. ( იქნებ ვერ დამინახონ ახალმა მეპატრონეებმა). ადგილზეც ვისიამოვნებ ბავშვობის გემოთი, ცოტას გავიყოლებ კიდეც და წავალ... მაგრამ გვიანია, შევუმჩნევივარ. ჯგუფად მოდიან საქმის გასარჩევად, ჩემს სამხილებლად და შესარცხვენად. ვერც გაამტყუნებ. ყველაფერს აქვს საზღვარი, ამ სიზმრის სიხშირის გარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მგრძნობიარე ნაწერია. ბინას , სადაც ბედნიერი ბავშვობა გავატარე მე ახლაც სიზმარში ვხედავ. მგრძნობიარე ნაწერია. ბინას , სადაც ბედნიერი ბავშვობა გავატარე მე ახლაც სიზმარში ვხედავ.
1. ბავშვობის სუნი ბავშვობის სუნი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|