| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თურმე ჩემს ღამეს შენი დილა ცოლად შეურთავს, მაყარში გვყავდა ვარსკვლავები, მარსი, ვენერა, უტოპიაა, რასაც გიწერ, რა ვქნათ, მერე რა, თამადა პლუტონს მოპასუხედ ედგა სატურნი, ასტეროიდიც კი არ დასცდა ურანს-გატრუნულს, თითო კომეტა გისახსოვრეს თითქოს მზითევად, იყო ერთგვარი ლიტანია და ღამისთევა, გამთენიისას აერია ყველას სარტყელი, მსუბუქმა წვიმამ ჩაიარა უცისარტყელოდ, მაკემაკე და ჰაუმეა მოწყდნენ ჰორიზონტს, მერკური ფრედის ღიღინებდა, ხანაც მორისონს, ღამის და დილის გასაყარზე გული ვიჯერეთ, წყალს წაუღია ნეპტუნი და იუპიტერი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თურმე ჩემს ღამეს შენი დილა ცოლად შეურთავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
2. ნინა, დიდზე დიდი მადლობა <3 ნინა, დიდზე დიდი მადლობა <3
1. დიახ, მთლად ხუთ ქულას ვტოვებ ხოლმე გერტრუდასთან და როდრიგოსთან, როგორც პოეტური ტექნიკის დასახვეწ სავარჯიშო ნიმუშებთან. სხვა ლექსებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ინტენსიურობა კიდევ ცალკე შესაშური ამბავია. მოკლედ, მუზათა სიმრავლე, განწყობა და ენერგია შენკენ! დიახ, მთლად ხუთ ქულას ვტოვებ ხოლმე გერტრუდასთან და როდრიგოსთან, როგორც პოეტური ტექნიკის დასახვეწ სავარჯიშო ნიმუშებთან. სხვა ლექსებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ინტენსიურობა კიდევ ცალკე შესაშური ამბავია. მოკლედ, მუზათა სიმრავლე, განწყობა და ენერგია შენკენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|