მთელი ცხოვრება დაიტია ერთმა ბარათმა, კედლის საათიც მანიშნებდა რომ “იყო გვიან” თურმე ამ ქვეყნად ყველა სავალს “აღმა და დაღმა” ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ჰქვია.
გარეთ კი თოვდა ,თეთრ საბანში, მიწიდან ცამდე, იყო სითეთრის სილუეტი სხვა აღარ მოსჩანს… როგორც სიცოცხლე სიკვდილის წინ,ისე გინატრე, და რექვიემით არ ვასვენებ საფლავში მოცარტს
ნოემბრის ღამეს,თოვლად ცრიდა ცა ლამაზ ფანტელს, და ბნელ ოთახში მე შენს სახეს ყველგან ვხედავდი, სულ ბოლო წვეთად ჩამოდენილ მილეულ სანთელს, ვინათებდი და ცხოვრებაზე წერას ვბედავდი.
მერე წვეთებად აცრემლებულ ფანჯრის დარაბთან, ვუმზერდი წვიმა როგორ შლიდა ჩვენს ნაფეხურებს, დრო ამ დროს ალბათ,აღარც ღირდა სულაც არაფრად, მე კი ვითვლიდი ჩემი სახლის ძველ საფეხურებს.
მთელი ცხოვრება დაიტია ერთმა ბარათმა, კედლის საათიც მანიშნებდა რომ იყო გვიან, ლექსად ნათქვამიც აღარ ღირდა თურმე არაფრად, ასეა თურმე…ბოლოს ამას ცხოვრება ჰქვია!!!
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|