 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2021 |
თვალი იღვიძებს მაშინ, როცა ჰაერი ლღვება, ლღვება კი არა უფრო რაღაც სასწაულს იდენს, გამთენიისას წყალი ოხშივარივით იცილებს სიღრმეში ღამით ნანახი სიზმრების გადარბენას. ირემი დგება ტყესთან, ტყე იყურება რქისკენ, რქა ელოდება მინდვრიდან ჩიტების წამოფრენას და რომელიმე თუნდაც ზედ წვერზე ჩამოუჯდეს, ზედ ცხვირწინ ჩამოუქროლოს ჩქარა კი არა - ნელა. აქ სად იწყება სიცოცხლე, საიდან მოაქვს ძალა, სადამდე ააბოგინებს მასზე ნაჩქარევ სიკვდილს, თითქოს რქა იყოს ძვალი, ძვალში რბილივით ექო სხეულს ურბენდეს ხანდახან როგორც ალმური თბილი. თვალი ირეკლავს იმედს, იმედი ისე ქრება, როგორც უღრანში ღამით მიძინებულთა კოცონი, რომელსაც მოუხდებოდა სულის ძლიერი შებერვა, მაგრამ არავინ ჩანს, მაგრამ არავინ მოდის…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. განწყობა გასაგებია. უკეთეს შესრულებას ვისურვებდი. განწყობა გასაგებია. უკეთეს შესრულებას ვისურვებდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|