ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2021


(ბროდსკის)

სფინქსმა ბოლომდე ფრთა ვერ გაშალა,
ქვიშაზე ნაწერს ზღვის ტალღა წაშლის,
მაგრამ ფურცლიდან არ წაიშალა,
არ დაილია, სულაც არ დაშრა.
გზა  უმძიმესი, საყრდენად  — ნერვი
და ნერვი იგი არის ფოლადი,
შეუძლო არის მომსხვრევა ფრთების,
გული ტვინს სიტყვას ცეცხლად მოაწვდის.
მთელი სხეული ბრიალებს ალად,
მარინა, ლექსი, ლექსი, მარინა,
ორმა ძვირფასმა ზღვად იგრიალა,
დაუტევნელი ნაპირს გასცილდა.
მიწა ქართული, სივრცე ქართული,
ღამე უძილო, ფიქრი გალაზე,
იყო რომელიც უმეტეს რთული,
ვერ გამართული მშობლიურ ხმაზე.
სამშობლო უკვე ძალზე შორს დარჩა,
თუმცა კი სიტყვა ახლოა ისევ,
უცხო მიწაზეც წერითი გარჯა,
წერით მიჰყვება ის იქაც ფიქრებს.
გრიგალით დაღლილ, ნაწამებ პოეტს
"ნობელი"  მაინც  გადაეხვევა,
სახელს დიადის ის მოიპოვებს,
დროც ცუდად ვერა, ვერ მიეჩვევა.

ქვიშაზე ნაწერს ზღვის ტალღა წაშლის,
მაგრამ ფურცლიდან არ წაიშალა.

22.08.2021




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები