| ავტორი: ბურატინო ჟანრი: იუმორისტული 8 სექტემბერი, 2021 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დაღამებამდე ცოტა იყო დარჩენილი ბოლო ღერი ჩავაქრე და კედლისკენ გადავბრუნდი. წიგნების თარო ლამპიონის შუქს ირეკლავდა და სინათლის გათხაპნილ ფიგურებში ვცდილობდი რამე ნაცნობი დამენა, აქლემი, იხვი, მელია, ციყვი.. რავი რამე სირობა, იმაზე რომ აღარ მეფიქრა რა. ხოდა მაგის ნაჩუქარი ბლოკნოტიც სკამზე აგდია, ზუსტად ვიცი სადაც, მაგრამ ძალით რომ არიდებ თვალს ხო იცი… აი ეგრე… და “აგდიაც” იმიტომ რომ … და ვაფშე არ მეძინება ამ საღამოს 7 საათზე რო დავეგდე. მოკლედ დამშორდა რა… და მაგ სირულ ბლოკნოტსაც ხვალ გადავაგდებ. 24 წლის ვარ უკვე 1 თვეა და თან მარტო ვცხოვრობ. სახლსაც ვალაგებ, კვერცხი რამე დილით, ვაფშე ყველაფერს მე ვაკეთებ. მარა ერთი 3 დღეა კაროჩე ასე ვაგდივარ ყოველ 7 ზე. იმენნა 7 ზე მემართება, აი, მოსაღამოვდა და მოდის. ბიოლოგიური საათივით მაქვს უკვე ჩემი ჰეჰე. არადა 2008 ში სასტავი რო წაგვიყვანეს, რემბოსავით ბატალიონის წინ მივხტოდი და ავტომატს ჭოკივით ვაბზრიალებდი აი ვაფშე არ მეშინოდა. ეხა რა მეტაკა არ ვიცი. კი ვგდივრ 3 დღეა ჩაჯმული სნაიპერივით. “ვააიმე!!!”- დაიყვირა დილით შემოვლაზე შემოსულმა დედაჩემმა- შვილო, რატომ მაშინებ ?! რა გჭირს გამაგებინე?!! “რააღა რა მჭირს, დამთავრდა ცხოვრება! “ ვფიქრობ ჩემთვის რაღაცნაირად, თან ჩემივე ფიქრი ხმამაღლა ჩამესმის, ოღონდ ვიღაც სხვა კაცის ხმით. ეს სხვა კაცის ხმა რა პონტია ვაფშე ვერ ვხვდები, მარა კაი, ხარაშო, მთავარი მოგვარდეს და მაგის დედაც მოვტყან… - რამე მაინც ჭამე! იგივე ხოდზეა დედაჩემი! არადა - ბაჟე, საცივი, მწვადი, ნუტელა, ყველაფერი ყლეზე მკიდია… ვწევარ ესე წმინდანივით, ცისკენ აშვერილი თვალებით, გეგონება უნდა მოვკვდე. ნუ, ესეც არ ზადნავს, თავისი ვითომ სადღაც კლინიკაში გადარეკვებით და ხოო?? ხვალაც თუ ასე იქნება თქვენთან დააწვენთ? -ებით… ჩემ გასაგონად. მარა ეგრევე იშიფრება, აკრეფილი არ ქონდა ეგრევე - “ალიოო ექიმოო” —მაგას ვჭამ? ოხ თაკა, თაკა. კაი, გავა ეს დღეც, 7 საათიც მოვა რაღა დარჩა… სანამ დამენძრევა რამე უნდა მოვტვინო. კაროჩე ჩეგე! ვსიო იმენნა ჩეგე! იმინა ეგ მასწავლის. ეგეც ხო დაშორდა შარშან და არის ეხლა ხოშიანად. ვსიო! … ალო რას შვები შეჩემა? … ხო მე ვარ, რა იყო რა ხმა გაქვს? … აააა, რამ გაგაცია ამ სიცხეში ჰეჰეჰ. … ბიჭო მომისმინე… მეც ნიჩივო რა… კაროჩე მომისმინე, ელეს რო დაშორდი… მერე კაროჩე… აი შენ პონტში ცუდად ხო იყავი და რამე… ხოდა, მაქედან როგორ… …არ იყავი ცუდად? …. …აბა როგორ იყავი?…. …საკაიფოდ როგორ იყავი შეჩემა? …ვახ, კაი, კაი დაგირეკავ მერე…. …ხო, ხო, კი, მშვიდობით ვარ, გავრბივარ ეხა! … ტრაკში!! გიჟია ეს ჩემისა მგონი სამშობიაროდან ერთად იყვნენ… და ცუდად არ ვიყავიო. კაროჩე სხვა ვინმე მინდა რა… ჟორიკა ამბობდა - სხვაზე უნდა გადაიტანოვო რა. ვიზე, ვიზე… ის 2 ნაბიჯის კონსულტანტი კია ვიდზე მარა 7 მდე ეგ არ ამთავრებს, 7 ზე მერე მე მენძრევა… კაროჩე ეგ არ გამოვა. ვაჟიკოს და? კაროჩე ვაჟიკოს და რა და ეგაა. …ალო, რაშვები ეე. …მეც საკაიფოდ. …ბიჭო არ გინდა ე ლისზე დავკრუგოთ, პივა, სემიჩკა. …ხო დღეს… …მერე რა? …სად ცხელა შეჩემა? ვაფშე არ ცხელა, თან ლიკუნა წავიყვანოთ, გაუსწორდება იზაგრავებს... …აბა სად არი? …რა შეყვარებულთან? შიგ ხო არ გაქ? …ვა ჩემი კაი… …არა არაფერი, კაი დაიკიდე ამ სიცხეში იმენა დავიწვებით. …კარზეა ვიღაცა, დაგირეკავ მერე… ვაახ ჩემი! არადა რო ვჩუმდები მოდის… ცოტას ავფართხალდები და ჰა და ჰა ვიხოდები. პლანივითაა ეს ჩემისა, თუ მიწექი თვალები მოჭუტე და გაყევი, მიყავხარ ნასკებში. …. კაროჩე დამენძრა… ვიბოდიალე ოთახში და ისევ მივწექი.. დათვი, იხვი, პალმა, ყვერი… ალო! ხო მე ვარ! არა კაი დროა, გისმენთ, გისმენთ! კი კი მე ვარ… რა სამომხმარებლო სესხი? იდი ნახუი! ტფუი, შენი ამ შუაღამისას რა სესხი? რა ბანძი ვარ, რას მივახტი უცხო ნომერს…. ვაფშე დამენძრა მგონი…. კაი, ვთქვათ მივწერე ჰა… არა და რო მივწერო… იმენა ამ სესხის ქალივით დამანახუიებს. რა ჩემი სირი ვქნა… დაკვრა მაინც ვიცოდე ბალკონთან-“დარი დური დარი დური”, ჰაჰაჰაჰა რა მაცინებს ჩემი. კაროჩე მკიდია, მამამისს ვეტყვი, მაინც დაკარგულია. ხო, რა მოხდა კაცურად დაურეკავ და ვეტყვი, მერე იქნებ უთხრას თავის შვილს... და აზზე მოიყვანოს. თავის შვილს კი არა ცოლად რო მოვიყვან აქეთ მეტყვის როგორ მიყვარხარ შვილო და როგორ მეცოდები ამ საზიზღარის ხელშიო. იმენა ცვეტში ვათქმევინებ. მაგან არ იცის როგორ რაფუნცელივით ვაცხოვრებ. იმენა გადავყვები! ლიჟბი მამამ აიღოს… …. გამარჯობა. …. ბოდიში გვიან გირეკავთ. … ხო… აიიიი… მეეე… თქვენ შვილზე მინდოდა რაღაც მეთქვა. ძაან მნიშვნელოვანია და არ გამაწყვეტინოთ. … მოკლედ მე გიო ვარ და 3 კვირაა ერთად ვართ მე და თქვენი შვილი. ალბათ გეტყოდათ თვითონ… მე მითხრა რომ იციანო..და … კაცურად გეუბნებით რო ძაან მაგრა გამიჭირდა თქვენთან დარეკვა, 3 დღეა რაღაც სისულელე გაუგებრობა მოხდა და… კაროჩ… მოკლედ ძალიან მიყვარს რა, აი ძაან!!! არც ჭამა მინდა არც სმა და ვაფშ… და კაროჩ… …გიო, მქვია კი. …რანაერად?…. ….შანსი არაა. ….ბოდიში, თქვენ გოგოც ხო გყავთ? ვაახ ჩემი კაი რა ყლე ვარ, გავაგიჟე ვიღაცა. მოკლედ დამთავრდა. ასე ვიწვები და მაგის დედაც მოვტყან, ან გადამივლის ან მოვკვდები. მერე კი მოვლენ მოასკდებიან, ეგეც, მაგისი დაქალებიც და იდგება იქვითინებს 7 ცხვირსახოცით. მე კიდე გადმოვხედავ ზემოდან და იიიშ!!!! იბღავლეე!!! იბღავლეეეე!!!! და ვაფშე არ დაგინახო მოსული!!! ცოცხალი მიმაგდე და მკვდარი მათვალიერე ეხლა ლენინივით! ვახ ჩემი, ძაან მომიჭირა, ეტყობა 7ია. აი გეგონება ფეხებიდან მოდის ესეთი რაღაცა რგოლივით და უნდა მომხუფოს, რა ჯანდაბაა. რანაირი სიყვარულია? აი მანაგუას იზმენასავით. ასე ცუდად ვაფშე არ ვყოფილვარ. აი ღრუბელი რო გადაყლაპო და რო იზრდება შიგნით, გულთან… კაროჩე ცოტაც და გამოვყლევდები. თითონ როგორაა ერთი მანახა, აი ცალი თვალით. მარა ისეთი ტიპია მოკვდება და არ შეიმჩნევს. როგორ შეუძლია პროსტა მიკვირს. იმ დღეს ფილმში რაღაც კნუტი გადააგდეს წყალში და გადაყვა. რაც მაგან იტირა კინაღამ კინოდან გამოგვყარეს… აქ კიდე ამხელა კაცი ვკვდები და ყლეზე კიდია. თან ისეთი სახე აქ სულ თვალწინ მყავს. უშნო მაინც იყოს რაღაც პონტში გამიადვილდებოდა. ეხა ალბათ ზის სადმე ბარში და წრუპავს დაქალოჩკებში. და იმ დაქალოჩკების შეყვარებულებიც არიან და იმათი ძმაკაცებიც და ესეც ვზგლიადებს ისვრის, ხო აზზე ხარ ჩემზე დარდის გადატანის პონტში… მერე მიაცილებს ვინმე სახლში, აბა მარტო ხო არ გაუშვებენ და პატარა ზასი მანქანაში… ვაახ ჩემი უნდა ავდგე. ოთახში რო დავდივარ უფრო კარგად ვხდები. …და ესე რო უნდა გადავიდეს მანქანიდან და წკააპ ხელზე მოკიდებს ის ახვარი და ჩაუზასავს… ვააააახ ჩემი, ძაან ცუდად ვარ! და აქედან გამოსვლის შანსი აღარ არი. ნიავმა გაასწორა, მარტო ამან გამისწორა მთელი 3 დღის განმავლობაში… ფანჯარასთან ვიდგები. და წკააპ ზასავს ხოშიანად, ესეც აყვებას პონტში, ფუ ჩემი ასე ადვილად… ვაფშე ვკიდივარ. ხოდა მეც ყლეზე მკიდია!!!! ეხა თუ არ გადავხტი გამოვყლევდები! ეხლა ფეხს გადავდგავ და მორჩება. იდგეს მერე და იზასაოს. ვსიო…. 1…. 2…. და 3!!!! …ალო… ვახხ ჩემი თავი მისკდება. … მოიცა შენა ხარ?? … აბა … ის… ისა… …. არაფერს, ვწევარ… მეძინა…. … ვახხ … აუ რა მაგარი გოგო ხარ რო დარეკე. … ვაახ ჩემი!!!! შენა ხარ??? … არაფერი, რა მჭირს? … იცი როგორ მიყვარხარ?! … კი კარგად. აუ რა საშინელი სიზმარი ვნახე ჩემი….. აუუუუუუ აუუუუუ. …ჩემი სიხარული ხარ! აუ რა სირობაში ვიყავი რო იცოდე! გეხვეწები მოდი რა! …ხო, მოდი და აქ ვჭამოთ. აუუუ ისეთი რაღაცა უნდა მოგიყვე. …რა მაგარ დროს დარეკე ჩემი… ცოტაც და გამოვყლევდებოდი. …. ჰაჰა… რა გაცინებს შეჩემა, გეყვარებოდა მერე გამოყლევებული შეყვარებული? …. ჰაჰა… …. მეც მიყვარხარ სულელო. … ხოო, იძახე ახლა “მე უფრო”-ები, ვაფშე აზზე არა ხართ ეს გოგოები. ასე ადვილად რო ზასაობთ მაგაზე ცალკე უნდა გებაზრო. … ჰაჰაჰა არაფერი, დაიკიდე! რო მოხვალ მერე. …. ჰაჰაჰა ….როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კაციც, ბიჭიც :))
მსუბუქად იკითხება და რაღაც ისეთი ნაცნობი ინტონაცია ჰქონდა ... :)
კაციც, ბიჭიც :))
მსუბუქად იკითხება და რაღაც ისეთი ნაცნობი ინტონაცია ჰქონდა ... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|