ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2021


* * *

         თუ შენს მოლოდინს

 ღმერთი უფრო უნდოდა შედეგს,
ვიდრე მყოლოდი

და ვიდრე შენს ხმას
ჩემს სულში ვეძებ,
ვგრძნობდე
მანამდე
 შემდგარ მოლოდინს,

უამინდობით,
რომ გადალეწე.

დრო რომ წარმართე,
დრომ რომ წაგმართა,
დროს რომ ამართლებ უამინდობით,

უამინდობამ რომ გაამართლა,
გამოდარებით რომ კიდევ ამხელ,
ხვალ რომ ცაზეა სვლა შემოდგომის
და მთვარე სანთლად,
ქარი ჩემოდნით,

და ქარი როცა ძვირფასო არ გაქვს,

 მთელი სინაზე უნდა მღეროდეს რომ გაამართლა,

ქარი შენობებს !   ...

და შენ
გაითბობ
ამ ფიქრებს მზეზე
წვიმით,
გჯეროდეს.

სადაც უეცრად ფერები სჩანს და
უნდა თვალები ზამთარს წინასწარ,

და გაყინულა მეათასეჯერ,
ქარი ბინასთან .

ქარი წინასწარ დაგელოდება.
ფრენა გაფრენით თუ გაგენაზა,

შენი სიგიჟე არ მეორდება,
და საუკუნის სიმის მინასთან
 ეს შენი სევდა აეკედლება,
ქარს გადარაზავს ..

და ქარი ისეც დაილეწება .
ღამით სინაზე.
სინაზე სადმე.

სადმე არ უნდა ჩამოგრჩენოდა.
ჩიტი რომელიც გადაიხატე .

და ამ უსაზღვრო
ღამის სინაზე
სინაზე სადმე.

მათ შენი სევდა აედევნება,
ფრენა განაგრძე .

და ამ უსაზღვროდ დიდი იმედით,
არსად არ უნდა შემომჩვეოდი,

რომ ცამდე ისევ მაინც კიდეთი,
ქარს მოატარებს ვიღაც ჩემოდნით..


და მაინც სადღაც იქეთ მივედით,
სადაც არავინ ითვლის ჩემოდნებს,

სადაც არავინ ვცხოვრობთ ტირეთი,
სადაც ხანს უნდა შემოვრჩენოდით
მე შენ და შენი დიდი იმედი.

გემებით,
ზღვებით,

ხვალ ისევ მზეა,

და დღეს უკუსვლის პირას მივედი.

საზღვრამდე ბევრი საცობის ტყეა,
პირამიდები..
 
ვიდრე ის ლანდი
გაორებას რომ უპირებდა,
ღამეს გაღიმებულს.

(მე ვაპირებდი .
და დამიღამდი .)

თუ შენს მოლოდინს

,, ღმერთი უფრო უნდოდა შედეგს"


ვიდრე მყოლოდი .
ვიდრე შემეხე

ვიდრე ყოველთვის.

იცი ღრუბლების ცაზე შედევრებს
წამი მოელის .

ვიდრე არ იცი .
იცი როდესაც ..


უამინდობას  ასე ჩაივლი
ასე ჩაგივლის უამინდობაც.

ვიდრე დრო ყველა ამინდს შეგივსებს,
ამინდს იარა მოსაწონებლად

და უკუსვლების ყველა სანიშნე

არავის მისცე .

ვიდრე დრო რამეს იმეორებდა
გაიმეორე, გადაივიწყე ..

გადაიხაზე ყველა სიმღერა ცა და აკინძე ..


თუ ცაზე ზეცა არ დაგეტევა
დრო()მზე ნახატი,

არავის მისცე,


ქარი, პეპელა.





(ს.შ)




ს.შ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები