ციცინათელა გასწავლის ჩემს სახლს, ღამის სიბნელე ნუღარ განრისხებს და თითქოს მხრებზე შენც ფრთები გესხას, გამოფრინდები ჩემი სახლისკენ. ამომიკენკავ დარდსა და ტკივილს გულიდან სულის მესაიდუმლე , როგორც მოცვლილი სარძევე კბილი კარადის თავზე დამრჩა დედულეთს, ასე არ მინდა დაგრჩე და მთმობდე, მათბობდე, როცა შენც გცივა ჩემით, ციცინათელას ნათებას მოსდევს სასიყვარულო ვოიაჟები. და თუ შენ მაინც საჩემოდ გიცემს გული მკერდში და არ დათმობ მისხალს ჩემი გულიდან, სიცოცხლეს ვიწყებ ციცინათელა გასწავლის ჩემს სახლს.