 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 5 ოქტომბერი, 2022 |
ახლა "ვაზის ყვავილობის" დროა... პარკს მივსეიერნობ და ფოთში ჩამოსული " დათა" ვნახე "თუთაშხია", მის "პირველ" "სამოსელში" ვიღაც ქალბატონთან ერთად და ის სულაც არ იყო ბეჩუნი, ახლოს რომ ჩავუარე "ლამარა" იყო, რობაქიძის შვილად ზრდილი. გამიკვირდა, მაგრამ აბა, ხომ არ ვკადრებდი, რამეს. ისე უცხო პარკია, ფოთის, დასასვენებლად... ისვენებ, სეირნობ... ვინ იცის გზად რამდენ "გველის პერანგს" წამოვდე ფეხი, არადა იშვიათია გველი აქ. აგერ "დონ კიხოტი" მოაჭენებს თავის ბედაურს, მაგრამ ისევ მარტოა, სანჩო ჩამორჩა, ვირს ეჯაჯგურება. დღემდე დულსინეას დაეძებს, ალბათ და კვლავ ის საოცარი სახე შერჩენია, ასე რომ გაგაკვირვებს ადამიანს. მანაც ჩამიარა და ისე ამაყად გამიღიმა მივხვდი - მხოლოდ მისია მსოფლიო. არა რააა, აქვე ის ფოთელებიც მხვდებიან, რომელთა პერსონიზაცია, ცდება დიიიდ "პანდემიას" და მხოლოდ "იდიოტის", როლში ურჩევნიათ ყოფნა! "სპირალივით" დახვეული გონების საზღაური რა შეიძლება იყოს, თუ არა იმ ეპოქალური ხელისგულივით გაშლილი დაფისა სადაც ერთბაშად "შუშანიკს", "დიდ მოურავს", "არსენა მარაბდელს" და "კვაჭი კვაჭნტირაძეს" ჰხედავდე "პალიასტომის ტბასთან", ხოლო ბოლოს მე, პარკიდან წამოსულსა და "ალექსანდრიის შუქურაზე" ასულს თითქოს ეს ყველაფერი ერთხელ დატრიალებულ მანათობელ შეტყობინებად მეჩვენა. შეტყობინებად, რომელიც ერთ დროს ყველამ წაიკითხა და მიივიწყა! დღეს ხომ "ოთხმოცდა ცამეტი" წელი არ არის და არც "ჯინსების თაობა"... დღეს შუქურადან მოსჩანს მხოლოდ "მოხუცი და ზღვა"!
გიგი რიონელი 31 აგვისტო 2021
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ, გენიალური მიგნებებით და აზროვნებით. გამიხარდა აქ რო გამოჩნდი.
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ, გენიალური მიგნებებით და აზროვნებით. გამიხარდა აქ რო გამოჩნდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|