 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2021 |
ხანდახან მინდა პოეზიის ენაზე გითხრა, წავალ, ცოტა ხნით შეეხიზნე უჩემო დღეებს, არც შთაგონების ქარიშხალი არ მაცდის დიდხანს , დაგიბრუნდები მონატრებას რომ წაიმღერებ. შენ სიყვარულის ანბანივით მასწავლე ისიც, რომ ყველა წუთით ,ერთად ყოფნით უნდა ვიხაროთ შელოცვასავით საკრალური ბგერები ისმის შენი გულიდან , როცა ამბობ სხვისი ნუ ხარო. მე სხვისი არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ალმურში მხვევენ ლექსადსათქმელი ტკივილები და სული ღელავს, წავალ, ცოტა ხნით შეეხიზნე უჩემო დღეებს, მაგრამ იცოდე, მე ყველაზე ლამაზი დღე ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|