ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა და შიგნით რომ შეხვიდე , მაღლა უნდა ახვიდე , მამაჩემო .
მეზობლები ამბობენ : არ უვლით მოგვყიდეთო . ჩვენ გავალამაზებთო . ჩვენ განვაახლებთო . ჩვენო ჩვენო ...
ჩვენი სახლი ნანგრევებია , მამაჩემო . თურმე შენ სანამ ქალებს ხატავდი , ხე კი არადა ქვებიც დამსკდარა . ახლა ველოდოთ , მაგრამ სადამდე , იქნებ მიწაში სახლებს ხატავდე , მამაჩემო .
ზაფხულში შვილს ავიყვან და კარავს გავშლი ცეცხლს დავანთებთ და თოვლი დადნება , მიწას , მამაჩემო ნაკელს დავაყრით და მთებს შევხედავთ მე და ჩემი შვილი .
დედა კარგადაა , ცოტას კი წვალობს შენ ენატრები ...
კლდეები მოუტეხავთ , ის შენ რომ მოგწონდა , ახლა ხეებს ჭრიან აღარ უხდებაო , ვიღაც შემომძახებს - სახლი აღარაა , მიწაა მარტო და მე მომყიდეო .
ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა , მამაჩემო . შვილი ავიყვანე , კარავი გავშალეთ .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორი მართალი, და კარგი შესრულებაა. როგორი მართალი, და კარგი შესრულებაა.
1. მძაფრია. ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა და შიგნით რომ შეხვიდე , მაღლა უნდა ახვიდე , მამაჩემო . ეს კადრი ჩანს, კი არ იკითხება. მძაფრია. ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა და შიგნით რომ შეხვიდე , მაღლა უნდა ახვიდე , მამაჩემო . ეს კადრი ჩანს, კი არ იკითხება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|